Skip to content

ზღვა, ანანო და ჰენრიკ ლარსონი

June 20, 2014
119075308721082007498

აბაზანაში არ შევსულვარ. სიტყვა აბაზანასაც საერთოდ იშვიათად ვხმარობ, სულ ვანას ვამბობ ბავშვობიდან. სულ ფეხებზე მკიდია სიტყვა ქართულია თუ არა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში შეიძლება მოხვდე, სადაც ცდილობ ოდნავ მაინც უერთგულო მშობლიურ ენას. ესე უაზროდ და მელანქოლიურად იმიტომ ვიწყებ, რომ გაღვიძებისას სულ ეგრე ვარ, ამიტომაც ეხლა რაღაცის წერა რომ დავიწყე დალაგებული არ გამოვიდა.

დილით რამ გამაღვიძა არ მახსოვს, ვახო რაღაცას იძახდა და ანანო იცინოდა, მერე ანანო ჯერ კიდევ მძინარე ყველას გვეძახდა ვის რამდენი ბუტერბროდი და რამდენი კოვზი შაქარი გვსურდა ყავაში. ბუტერბროდს რაღაც სიტყვას ეძახდნენ, რომელსაც ახლა ვერაფრით ვიხსენებ, თუმცა მაშინ ყოველწუთში მესმოდა ყურში.

ოთახი არც ისე პატარაა, რადგან ექვსი კაცი ვეტევით და ხელს არ ვუშლით ერთმანეთს. ოთახის ბოლოში მე ვწევარ. პირველად ჩემი ბარგით, რომ შემოვედი რაც ეგრევე თვალში მომხვდა მოპირდაპირე მხარეს ჩავარდნილივით მდგარი საწოლი იყო, თუმცა ლეჟანკას უფრო გავდა შორიდან. ყველაფერი იქვე დავაწყვე ნასკები, წიგნები და ტრუსიკებიც. ჩემდა გასაკვირად ყველაზე ხშირად წიგნს ვხმარობდი და ალბათ ჩემი ოთახის წევრებს ანუ თანამეოთახეებს ეგონათ, რომ სულ ესე იყო, არადა ქობულეს კომპიუტერისგან ჩაწითლებული თვალებით ვეწვიე და წიგნი არაფერ შუაში იყო.

გაღვიძებისას ეგრევე რაც  გამახსენდა იყო საათი, მაგრამ კედელზე არაფერი ჩანდა ჩამოხეული შპალიერის გარდა, ამიტომ მობილურს დავხედე და თვალის პერიფერიიდან ხის საწოლის კლეტკებიანი ღობე დავინახე და შემდეგ ანანოს სახე გამოჩნდა მის პატარა და საყვარელი ცხვირთან ერთად.

– დიმა გეწვის? – გაიღიმა ოდნავ შეწუხებული სახით და სხვებმაც ჩემსკენ გამოიხედეს.

– რავი, ისე რა. იმ მაზმა ცოტა გაასწორა – ვთქვი და გადმოვტრიალდი მათკენ.

-შეჩემა დღეს კიდე წაგისვამენ – ყურაშა ოთახის ბოლოდან იძახის.

კანი ისედაც სტრანი მაქვს და ალბათ მზემ მუღამი ვერ დაუჭირა – ვფიქრობ და ვგრძნობ როგორ მეზარება ოდნავი დისკომფორტიც, მაწუხებს აზრი გუშინ სამამდე რატომ ვიყავი პლაჟზე და ყურაშას ტელეფონიდან სიმღერა ”სისტემა უნდა დაინგრეს” იმდენჯერ მოვუსმინე, სანამ მობილური არ დაჯდა და სიმღერა შეწყდა.

ჯერარმდგართა საუბარი მეზობელზე ღადაობით გაგრძელდა, რომელსაც ყოველდღე ახალი საყვარელი  ჰყავდა ანუ ერთფეროვანი სექსი მისთვის ყოვლადმიუღებელი გამოდგა. არადა ბავშვი ჰყავდა, შვილი რა, მაგრამ ვისგან ძაან მეეჭვება სცოდნოდა, ნუ დარწმუნებული მაინც არ იქნებოდა ბავშვის მამის ვინაობაში და სადღაც ეჭვი უეჭველად შეეპარებოდა.

ხოდა ეგრე იყო. ამ ქალზე ყოველდღე ვღადაობდით, განსაკუთრებით საღამოს, როცა ვსეირნობდით და მერე აივანზე ლუდს ვსვავდით ან პროსტა ვიჯექით.

ჩემი მთავარი გასართობი რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს და მგონი არ ჟღერს უცნაურად აიპოდი იყო, სადაც რამდენიმე ქართული რეპიც ეწერა და ეგ რეპები და ქობულეთი მაშინ ისე გამისწორდა  თბილისურმა ხმაურმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ  შეძლო ჩემი დაღლა და დანევროზება.

ანანო ყველაზე რეაქტიული იყო და მას შემდეგ არ მინახავს ადამიანი, ვინც სხვებზე მაგდენს ზრუნავდეს, ალბათ არც მანამდეც, მხოლოდ ჩემი მამაო მახსენდება სხვებზე ზრუნვით გადაღლილი, სახლში რომ ექვსი შვილი ელოდებოდა და ეკლესიაში ნაშოვნ ფულს ღარიბებს ურიგებდა, ხოლო ფეხზე დახეული ტუფლები ეცვა, ძირგამძვრალები.

– ეს შორტი იცი როგორ გავაკეთე? – სიცილით მეუბნება ანანო და მის ჩახლეჩილ ხმაზე გულში მეცინება, ისე კი ვიღიმი და ვეკითხები: როგორ?

– მამაჩემის შარვალი გადავჭერი – ეხლა უფრო გულიანად იცინის და მეც მეცინება.

– აუ ისე ცოტა მძვრება, მაგრამ არაუშავს – აგრძელებს სიცილს და ახლა მეც უფრო მეტად ვიცინი.

პირსახოცს ჰაერში ვატრიალებ, შემდეგ მხარზე ვიკიდებ და ვუსმენ კიდე რას მეტყვის.

– წამო ქოლგას გიყიდი და არ დაიწვები – მეუბნება ესე ჩვეულებრივად, არადა სულ ორი დღის ჩამოსული ვარ და თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს.

მას ზაგარი უხდება ძალიან, შავ სათვალეს იკეთებს და ესეც ძაან უხდება, მერე იხდის და საცურაო კოსტუმიც უხდება, მერე ზღვაში შედის და იქიდან ხელს გვიქნევს და ისევ იცინის,მერე ზღვიდან გამოდის და სველი თმებიდან წამოსული წვეთები უფრო ლამაზს ხდის.

-დიმა ნუ იძინებ – ვეუბნები და მეცინება მის ამ ხუმრობაზე, რომელსაც ყოველ ღამე ძილის წინ მეუბნება და იღიმის. ხან იცინის და იშვიათად ცუდ ხასიათზეა, ამ დროს მომენტი უნდა დაუჭირო, ჩუმად არის და შეწუხებული სახე ისე უხდება უფრო საყვარელი ხდება და თითქოს სევდიანიც.

პირველად გაბრაზებული რომ დავინახე აიპოდის ცალი ყურსასმენი ახლოს მივუტანე და ჰა მოდი მოსუმინეთქო, მანაც გამომართვა და უსმენდა. მუსიკა ჩემთვის განწყობილების შექმნის უალტერნატივო საშუალებაა და იმ რეპს, რომელსაც ერთად მოვუსმინეთ მე და ანანომ, მანამდე იმდენჯერ მივეცი ფლეი სანამ სიტყვა-სიტყვით არ დავიზეპირე და ღამე, რომ ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ეს სიტყვები თავისით ჩამესმის გულშიც, სულშიც და გონებაშიც  ეგრე ვიყავი, თან ერთად, რომ ვუსმენდით მე ვცდილობდი ყველა სიტყვა მეთქვა და ავყოლოდი პირის მოძრაობით, ძაან ხმადაბლა და ზოგჯერ სიტყვები თუ დამავიწყდებოდა ვჩუმდებოდი და ანანოს ისე გავხედავდი სკოლის მოსწავლესავით, რომელმაც გაკვეთილი ცუდად ჩააბარა. ანანოს კიდე მთელი ტანი შავი ჰქონდა და აფრიკელს არა, მარა მულატ გოგონას ჰგავდა ლათინური ამერიკის,  სან-პაოლოს რომელიმე უბნიდან, სადაც ალბათ არც იქ არის სამოქალაქო საზოგადოება ანუ ჩემი გათლით ის ხალხი, რომელიც გასატრაკებელზე ყოველთვის უტრაკებს ხელისუფლებას და იმ მინიმუმს მაინც ითხოვს, რაც ჭამას, სწავლას და ნორმალურ სამუშაო გარემოს გულისხმობს და ის ბრაზილიელები უფრო მეტად ბედნიერები არიან, თუ მათი მეგობარი ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ძმა ევროპისკენ წავა ფეხბურთის სათამაშოდ და ყოველთვიურად გაკრვეულ თანხას გამოაზგავნის ყველასთვის, ვინც უყვარს.

პლაჟზე ჩვენს გვერდით ვიღაც უცნაური ტიპები გაიჩითნენ, აი ისეთი სტრანები დედა-შვილია თუ ცოლ-ქმარი კარგად ვერ მიხვდებოდი, ნუ მე მაინც ეგ კითხვა გამიჩნდა. ყურაშას ეგრევე გაეცინა და თავისი ცინიზმის უსაზღვროება ეგრევე, რამდენიმე წამში გადმოაფრქვია, მაგრამ ისეთ უცნაურ ფრაზებს მოხევს ეგეთ დროს გაგეცინება და ვერაფრით დაიმახსოვრებ. მერე ანანომ სურათი გადაუღო და ისიც აყვა ღადაობაში, მაგრამ ყურაშასგან განსხვავებით ის უფრო ღრმად ჩაწვდა პრობლემის არსს და გემოვნებაზე გაამახვილა ყურადღება.რა აცვიათ, რომ არ უხდებათ და არ ვარგაო რატომ ვერ მიხვდნენო და ეგეთები. მოკლედ თავის ამბებში იყო და რაც არ მოწონდა საქართველოში ის პრობლემა აქაც გაეჩითა, პლიაჟზე და აქც არ დაასვენეს ეგეთმა ხალხმა. რაც აღიზიანებდა გემოვნებისა და განათლების სიმცირე ან უფრო სწორად არარსებობა   იყო და ამეებს ერთი სიტყვით უდონობას უწოდებდა.

სახლში რომ მივდიოდი მოსახვევში თონე იყო. ერთი პუტკუნა და კეთილი ტიპი აცხობდა პურს, მაგრამ მცხობელს კი არა იმ ტიპს უფრო გავდა თბილისის ბაზრებში ხორცს რომ ჭრიან ხოლმე. ანანო მას განსაკუთრებულად ესალმებოდა და მერე იღიმოდა და ესეთი ღიმილი ზოგჯერ სიცილში რომ გადაეზრდებოდა ჩახლეჩილი ხმის ფონზე მუტლფილმის გმირს უფრო გავდა, მაგრამ ეგეთი მულტფილმი ალბათ არც გადაღებულა. პროსტა ეგრე მგონია, რომ კარგი სამულტფილმო თვისებებით გამოირჩეოდა.

სახლი ვიღაც ქალის იყო, სადაც ვცხოვრობდით.  იმ ქალს ვიღაც შვილი ჰყავდა, ცოტა ვერ იყო და ანრი ერქვა. მის სახელზე ხან ტიერი ანრი და ხან ანრი კამარა მახსენდებოდა. მაგ ანრი კამარამ 2002 წლის მუნდიალზე შვედეთს დამატებით დროში ოქროს გოლი შეუგდო და მგონი პირველად ვიტირე წაგებული ტოტალიზატორის ბილეთის გამო და ჰენრიკ ლარსონზე, რომლის გუნდმაც ბილეთი გამიფუჭა, ჯავრის ყრა მხოლოდ წლების შემდეგ შემეძლო, თუმცა ამ ქართველებს ბოლომდე თითქმის არაფერი გამოგვდის და ზაფხულის იმ ღამეს, როცა ზესტაფონმა ბურთი დაუმალა ლარსონის ჰელსინგბორგს უბედნიერესი სახე მქონდა და ბოლო წუთებში ლარსონის პასით მაინც შეგვიგდეს და ამ გოლმა შვედები გაიყვანა შემდეგ ეტაპზე. მე კი იმ წუთებში აღარ მიტირია, მაშინ ძალიან ახალგაზრდა გიორგი ცხადაიამ იტირა, რომელსაც ლარსონმა ხელი გადახვია და დაამშვიდა. ეგ კადრი ეხლაც კარგად მახსოვს, მაგრამ ქართველებმა არამარტო საქმის ბოლომდე მიყვანა არ ვიცით, არამედ წარსულისგან დასკვნის გამოტანა და იმ ლამაზი ფეხბურთის ამსახველი კადრები ინტერნეტში არ მოიძებნება და იქნებ არ გვაინტერსებს და ამიტომ არ მოიძებნება. თითქოს აქაც მთავარი ტაბლოა, როგორც ცხოვრებაში ფული  და ასე მშრალად და უემოციოდ შეგვიძლია ვიცხოვროთ  და ის თამაშიც ალბათ იმდენად ცოტამ ვნახეთ, რამდენსაც მართლა სურს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება. ის სიხარული, რომელიც მაშინ გეგუჩაძის გუნდმა მომიტანა ფეხბურთით, როგორსაც ევროპაში თამაშობენ,  მხოლოდ მონატრების განცდას მიჩენს და მაინც ესე უცნაურად მიტოვებს იმედს.

 

 

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: