Skip to content

მამებს

April 20, 2013

დღეს პოეზია ჩუმად მოვა და მტრედს მოგვიყვანს,
მელანქოლია დაიწყება მხოლოდ ბრძოლისას,
ვნახე ხარები შორს მთებში და ვარ ნაწამები,
როცა ვუყურებ სიბნელეა გასახარები.
არეულია ყველაფერი -ერთ ქვაბში ვზივართ,
ჩართე დემონო ეხლა გაზი – მოხარშვა გვინდა,
და ეს მოხარშვა დაიწყება ჩუმად ზევიდან,
როცა ღმერთები განრისხებით სიტყვას გვეტყვიან.
მე ვნახე ქუჩა ამღვრეული ქალაქის ძილით,
მე ვნახე ქუჩა მოწყენილი ბავშვების რიგით
და არაფერი აქ არავის არ უხარია,
მხოლოდ და მხოლოდ ფული ჰქონდეთ – ეს უსწავლიათ.
მეც ავფეთქდები და დავანთებ ქალაქში კოცონს,
ვნახე სიზმარში დაცემული სამშობლოს ბოლო.
დღეს მტკვრის ნაპირთან ჩვენ ვაპირებთ ლუდის დალევას,
დალევის შემდეგ მოგვინდება სექსის დაწყება,
დუდუკს ჩაჰბერავს მუსიკოსი მოზრდილი ღიპით
და მოგვინდება გარინდება ჩვენ დათვის ძილით.
მორიგი დღე და მორიგი დილა იწყება დროით,
დროით რომელიც ათვლილია ბოღმის წამზომით,
აქ უსახსოვრეს ყველა ოჯახს შურის მდინარე.
ზევსი ვინ არის? ჩვენ მოვკალით რწმენა დილამდე.
თვითგამორკვევა ვერ დავიწყეთ, რადგან გვეძინა,
იქნებ ამიტომ დაირეკა ზარი ზეციდან.
მიშველე ღმერთო რაიკომის მდივანი მე ვარ,
სოროსი – ჩემი პროტოტიპი, მე მისი ძე ვარ.
ავყროლებულვარ და მესმოდა ქუჩიდან გლოვა,
წვიმდა ჯიუტად ჩვენს ქალაქში, გვინოდა თოვა.
იწყებდა სიტყვას პრეზიდენტი სიმართლის ნიღბით
და ყველა ქართველს დაეფარა გონება ზიზღით.
ტელევიზორში დავეძებდით სიმშვიდის ხაზებს
და ეკრანიდან ჩავწუწნიდით ტყუილებს რამდენს.

დღეს პოეზია ჩუმად მოვა და მტრედს მოგვიყვანს,
მელანქოლია დაიწყება მხოლოდ ბრძოლისას,
ვნახე ხარები შორს მთებში და ვარ ნაწამები,
როცა ვუყურებ სიბნელეა გასახარები.

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: