Skip to content

კაცი, რომელსაც უნდა ენდო !

April 19, 2013
8b2a4e8a-2a7f-4c76-9890-5cf485c8aedf

დამოუკიდებელი პიროვნებები ყოველთვის განსხვავდებიან მასაში შეზრდილი ადამიანებისგან,რომელთაც არ აღმოაჩნდათ უნარი და შესაძლებლობა მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინათ და რაიმე განსაკუთრებული მიზნისთვის მიეღწიათ.მწვრთნელის მოვალეობა ძალიან გავს რეჟისორისას. მართალია როგორც სპეკტაკლისას, ასევე მინდორზე თამაშისას მოქმედი პირები მსახიობები და ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი განვითარება, ფსიქოლოგიური და პროფესიული მზადყოფნა შემსრულებლისა, ერთი შეხედვით ჩრდილში მოქცეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მოკლედ საფუძველთა-საფუძველი მაინც ერთი ადამიანის ტვინია, რეალურად იქ ისახება მიზნისკენ სავალი გზები.

მე არასდროსდამავიწყდება  სავსე ტრიბუნები, მსაჯის საფინალო სასტვენი და ჩემიძმის გაოცებული თვალები, როცა გულშემატკივრებმახელები მაღლა ასწიეს და მათ ხელებში დაჭერილი ცეცხლმოკიდებულიგაზეთები სტადიონს ანათებდა.დღესავით მახსოვს გიო ნემსაძის გოლი და და ზღვა სიხარული, მიხეილ კაკალაძის უზადო პასი, ჩემს გვერდით მჯდომი უცნობი ღიპიანი კაცი გახარებული თვალებით და მეორე დღეს ნაყიდ ჟურნალში დაწერილი სტატია სათაურით: ,,ქართულმა ფეხბურთმა ევროპა დაიბრუნა’’.

გამარჯვების მთავარი შემოქმედი დღეს სულ სხვა კლუბში, სულ სხვა ფეხბურთელებით, მეტი გამოცდილებითა და მეტი ცოდნით ახალი მწვერვალების დაპყრობას ცდილობს.დღევანდელი ,,ტორპედო” შარშანდელზე გაცილებით ძლიერია  და ჩემიაზრით გააზრებული და კომბინაციური ფეხბურთის თვალსაზრისით უდაოდ ლიდერია ჩვენს ჩემპიონატში.ფაქტია ყველა ფეხბურთელმა კარგად იცის რა ფუნქციების შესრულება ევალებათ, არ არის ქაოტური და უშინაარსო ფეხბურთი, რომელიც სიამოვნებას არც გულშემატკივარს ანიჭებს და ხშირ შემთხვევაში  არც შედეგიმოაქვს.

გია გეგუჩაძე იმ საფეხბურთო ფილოსოფიის  ერთგულია, რომელსაც ყიფიანი ასრულებდა მოედანზე. ყიფიანი ის პიროვნებაა,რომელმაც დიდი როლი ითამაშა გეგუჩაძის მწვრთნელად ჩამოყალიბებაში,უამრავი საფეხბურთო ნიუანსის გააზრებაში დაეხმარა და გადასცა ის საფეხბურთო მემკვირდეობა, რომელიც ქართველი კაცის ბუნებას შეესაბამება. ვგულისხმობ სანახაობრივ ფეხბურთს, ერთდროულად გულშემატკივრის სიამოვნებასა და შედეგზე გათვლილი ფეხბურთი, რომელსაც სჭირდება დრო, მოთმინება და შრომა.

გია წლების მანძილზე გახლდათ დავით ყიფიანის თანაშემწე, მუშაობდა მურთაზ ხურცილავასა და იოჰან ბოსკამპთან ერთად და შემდგომში დამოუკიდებელ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ყველაზე დიდი გამარჯვება მოაპოვებინა.ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის რწმენა გახლდათ, ის ფსიქოლოგიური მზადყოფნა, რომელიც ყოველთვის ახასიათებდათ მის გაწვრთნილ კლუბებეს.დღევანდელი ,,ტორპედოც” ამის ნათელი დასტურია. აშკარა პროგრეს განიცდის კლუბი და უკანასკნელ ქართულ ,,ელ კლასიკოში” აშკარად უფრო ლამაზი და გააზრებული ფეხბურთი ითამაშა.

მახსენდება ჯაბა დვალის ნათქვამი, როცა გეგუჩაძის ფენომენზე ვსაუბრობდით. ,,ზესტაფონში” გადასვლისას გაოცებული დარჩენილა, როცა გიამ ბიჭებს მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა დაუსახა. იმპერიოდში ამ თემაზე ფეხბურთელებს თურმე  ეცინებოდათ, ხოლო შემდეგ მათაც დაიჯერეს, რომ რეალურადშესაძლებელიიყო ამ მიზნის შესრულება. მართლაც, ,,ზესტაფონს”  მცირედი დააკლდა მიზნის მისაღწევად.

ყურადსაღებია მოსამზადებელი შეკრების ის მეთოდი,რომლითაც ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური განვითარება  ხდება.ძლიერ სპარინგ-პარტნიორებთან თამაშის შემდეგ ფეხბურთელები ირწმუნებენ თავიანთ ძალებს, მათვის აღარ არსებობს გადაულახავი ბარიერი. რა თქმაუნდა ეს გრძელვადიანი და რთული პროცესია, თუმცა იდეაში სწორედ ეს დევს. ფეხბურთელთათვისაღარ უნდა არსებობდესს ძლიერი და სუსტი მეტოქე, მათთვის მთავარი ხდება შესაძლებლობებისმაქსიმალურადგამომჟღავნებადა გამარჯვებაზე ფიქრი. სწორედ ეს არის თანამედროვე ფეხბურთი და ესეთი ტიპის შეკრებები ამას ემსახურება.

,,მარბელას” ტურნირზე ერთ-ერთი მატჩი, რომელიც ,,ტორპედომ” კიევის ,,დინამოსთან” გამართა სრულ რეალობას ასახავს, სინამდვილეს, თუ როგორ გვისწრებენ, თუნდაც უკრაინელები. როგორც ჩანს, რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ქართველი ფეხბურთელების ნიჭიერებაზე, ფინანსები უმნიშვნელოვანესიფაქტორია თანამედროვე ფეხბურთში, რადგან ის ქმნის პირობას ითამაშო მაღალ დონეზე. ქართველი ფეხბურთელების ნიჭიერება კი ერთგვარ მითად  იქცა ამ უფულო,უფეხბურთო,უბურთო და უმოედნო ქვეყანაში, რადგან ამოსვლა განუვითარებლობიდანდა განვითარებისკენსვლა ნელი და ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ერთადერთი მწვრთნელი ვინც მთლიანად ქართველ ფეხბურთელებზე ამყარებს მომავალს და ეს არ არის შაბლონური , ტრაფარეტული მომავალი, ეს არის სვლა, სვლა ევროპისკენ, რადგან სხვაგვარად ვერ განვითარდები თუ არ ეთამაშე ევროპელს.

დღეს ისინი ქმნიან ამინდს მსოფლიო ფეხბურთში და თუნდაც ამხანაგური თამაშები ისეთ გუნდებთან, რომლებიც სისტემატურად გამოდიან ევროპის ლიგაზე არის ძალიან კარგი, მაგრამ ვფიქრობ მაინც არასაკმარისი, რადგანც ფეხს ვერ ავუწყობთ ერთი გუნდით და ერთი მწვრთნელით. ამას კომპლექსური მიდგომა, სისტემის ჩამოყალიბება ჭირდება, რაზეც მგონი მართლა არავინ ფიქრობს, განსაკუთრებით ფედერაციაში და სანამ ამაზე არავინ ფიქრობს მე ველოდები გეგუჩაძის ,,ტორპედოს”, რომელიც აუცილებლად დადებს შედეგს, მთავარია დააცადონ. მწვრთნელს.ყველაზე მდიდარი ქართული კლუბი თბილისის ,,დინამო”  შეკრებებს თურქეთში გადის და სუსტგუნდებთანსპარინგობს.ჩემი სუბიექტური აზრით მსგავსი ტიპის შეკრებები კლუბებისთვის ევროწარმატების წინაპირობა ვერ იქნება , მით უმეტეს თუ მათთანაც მარცხდები. რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, მით უფრო კარგად ჩანს შენი ნაკლოვანება და მით უფრო მეტ პრობლემას ხედავ. ამ დროს კი ახლოს ხარ რეალობასთან, იცი სად ხარ და გეძლევა საშუალება გააკეთო ანალიზი, გამოიტანო  დასკვნები თუ როგორგანვითარდე.

ამ ეტაპზე უსაფუძვლოა ვივარაუდოთ რომელიმე ქართული კლუბის ევროასპარეზზე წარმატება.

 

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: