Skip to content

March 12, 2013

კამპ ნოუდან-უემბლიზე

ინგლისი და ესპანეთი,ორი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა,თავიანთი ტრადიციებით,კულტურით,ისტორიით,მოსახლეობის ტემპერამენტითა და მენტალიტეტით,ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი რაც არის,ესაა საფეხბურთო სტილი.
კუნძულელთა უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატს პრემიერლიგა ეწოდება,აქ მინიმუმ ოთხი გრანდი იღწვის უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად,ხოლო ესპანეთის პრიმერადივზიონი (ლა ლიგა) მხოლოდ და მხოლოდ ორი გუნდის „რეალისა“ და „ბარსას“ პაექრობის ასპარეზია. „ნისლიან ალბიონზე“ ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას,ხშირია სტანდარტული მდგომარეობიდან გატანილი გოლები,ფლანგიდან ჩაწოდებები და საჯარიმოში ფიცხი ბრძოლა,რომელიც ზღვარგადასულ უხეშობაშიც გადადის.კონკისტადორების მიწაზე კი სხვა ატმოსფერო სუფევს,მნიშვნელოვანია ტექნიკა,რბილი-დაბალი გადაცემები,სისწრაფე და მესი.
კიდევ ერთი განსხვავება,რაც არსებობს ამ ორ ევროკავშირელს შორის არის გულშემატკივართა კულტურა,მაგალითად:ინგლისის კონფერენს ლიგის რიგითი მატჩის დროსაც „დარტფორდის“ სტადიონი მუდამ ფანებით სავსეა,ისმის ყიჟინა,სიმღერა და მსაჯის დედის გინება. ესპანეთში კი დიდი შანსია რომელიმე უმაღლესლიგელს სავსე სტადიონზე მოუწიოს თამაში,მაგრამ ვერც კი იგრძნოს ფეხბურთელმა,რომ მას ვინმე უყურებს. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ რიტორიკული შეკითხვა:
-არსებობს რამე მსგავსება ამ ორ დიდებულ ქვეყანას შორის?
პასუხი მარტივია: -კი,ორივეს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები,გუნდები და ნაკრებები ყავს.
ინგლისელები ფეხბურთის მამები არიან და კატალონიური გუნდის „ბარსელონას“ დაარსებაშიც მიუძვით წილი. ჰანს გამპერის გარდა,რომელმაც ბლაუგრანა დაბადა,მას გვერდში ედგნენ ძმები ჯონ და უოლტერ პარსონსები,აგრეთვე პირველი მთავარი მწვრთნელი იყო ჯონ ბაროუ 1917 წელს. „ბარსას“ დაარსებიდან 114 წელი გავიდა და დღეს 12 მარტს,ისტორიული მატჩი ელის წინ,რომელზეც მომავალში აუცილებლად ილარაპაკებს,საქართველო და მსოფლიო.
2013 წელი,12 მარტი. ესპანეთის სეპარატისტული ნაწილის,კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა და დიდი თეატრი: „კამპ ნოუ“,96000 ადამაიანი ერთხმად შესძახებს:“barca!barca!barca“. მოედნის მეორე მხარეს კი იქნება იტალიური კლუბი სამოდელო ცენტრის ქალაქის მილანის სახელობის გუნდი „მილანი“,რომელიც ტიტულებს მოწყურებულია და დაგეშილია „ბარსას“ გასანადგურებლად.
რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით კი ძალზე განსხვავებული სიტუაცია იქნება,ბიგ ბენი 12 საათზე ჩამოკრავს ისევ გონგს და ლონდონელები მიხვდებიან,რომ მათ სიცოცხლეს კიდევ ერთი საათი გამოაკლდა. ამ ქალაქშივე კი ამაყად დგას დიდებული „უემბლი“,რომლის ბილეთებიც „კამპ ნოუზე“ გათამაშდება.

რიგითმა კულემ აუცილებლად 400$ უნდა გაამზადოს მაისისთვის,რადგან მოახერხოს და გადაფრინდეს ლონდონის აეროპორტში და 30 წუთის მგზავრობის შემდგომ მოხვდეს „უემბლიზე“. იქ შესასვლელად ყოველგვარი ძიძგილაობის გარეშე მინიმუმ 500 ევრო დაჭირდებდა და შეძლებს კიდეც უყუროს თავის საყვარელ „ოცნების გუნდს“,რომელიც მისი დიდი ბაბუის დაბადების დროს შეიქმნა.
პ.ს „კამპ ნოუდან-უემბლიმდე“ არც ისე შორია და თან იაფი.“სან სირო“ კი უფრო შორსაა და უპერსპექტივო.

ავტორი: ნოდარ ბურდული

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: