Skip to content

მე და ბასტი საგიჟეთში

March 12, 2013

“ის გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, თუმცა ბედმა მწარედ დაგვცინა, ამ ყველაფრის წინაშე უძლურები ვართ, თამაში დასრულდა, ბრძოლა წაგებულია” ული ჰიონესი მოხუცი კაცი ფსიქიატრიულ შენობაში თავისი ფეხით და თავისი სურვილით მარტო მოვიდა. როგორც წესი მოხუცები შვილებს ან შვილიშვილებს მოჰყავთ-ხოლმე, მაგრამ ის თავისით, ოდნავ-დაბნეული სახით, დაფიქრებული თვალებით და ხელში წიგნით უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოხუცის სიგიჟე შემდგომში იმით გამოიხატა, რომ დილის შვიდ საათზე სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი ერთ ადგილზე გაღიმებული ნელა დარბოდა. ოთახში სამნი ვიყავით: მე, მოხუცი და ახალგაზრდა ბიჭი. მოხუცმა სახელი და გვარი არ გაგვიმხილა, უმეტესად ჩუმი განსაკუთრებულად მშვიდი თვალებით გამოხატავდა ხურდა ფულის გადაყრისგან გამოწვეულ სიხარულს, ამ დროს იგი ერთ ხელში წიგნს იჭერდა და ფულის გადაყრის შემდეგ, დროგამოშვებით, იქიდან ნაღვლიანი ხმით ნაწყვეტებს კითხულობდა. * * * ბურთი ფლანგზე გავიტანე, შოლმა გამითამაშა და მცველმა მოძრაობა დააგვიანა, ჩამომრჩა და მახსოვს მისი გამწარებული სახე, შავკანიანს სახე შუა საუკუნეების მონას მიუგავდა, თითქოს თეთრკანიანებზე შურისძიებას აპირებდა, ისეთი მრისხანებით გამოიქცა. მე ბურთი ოდნავ წინ წავიღე და ვიდრე დავარტყამდი წვივის კუნთებმა იგრძნო შიპების სიმწარე, ქვეცნობიერად გონებაში წარმომიდგა ჩემი ოთახის მაგიდაზე დაყრილი გაზეთები, სადაც ამომავალ ვარსკვლავს მიწოდებდნენ, წარმომიდგა სურათი, სადაც ჩემს გოლზე კაიზერ ფრანცი ტაშს უკრავდა, მე კი უკვე მეზიზღებოდა ამდენი ტრავმები და ტირილი მინდოდა, მეტი არაფერი.ბუნდოვნად მახსოვს დანარჩენი, ტრიბუნები გაიცრიცა, სხეული დაეცა, მეგონა მოვკვდი. * * * სიგიჟემდე დავა ფსიქიკა, თუკი გავიაზრებ რომ მოედანზე ვერასოდეს გავალ. მწვანე ბალახი მენატრება და ჩემს მეუღლეს ყოველდღე ვთხოვ მარკეტიდან მწვანე ფერის გემრიელი ბალახის მოტანას. მინდორზე გასვლა ეხლაც ისე მენატრება, როგორც ღრმა ბავშვობისას. ბალახის ჭამით მონატრების ტკივილს ვიქარვებ, მგონი შევიშალე. * * * ჰო, ეგრე იყო. გასახდელში ოლი შემოვარდა და ყველაფერს მტვრევა დაუწყო. მეგონა შეგვჭამდა, ერთ მომენტში გავიფიქრე თვალებიდან სისხლი მოდისთქო, მაგრამ მერე გაჩერდა, ბილწსიტყვაობით გული იჯერა, მთელი აგრესია თავზე დაგვარწყია.

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: