Skip to content

სად ვართ?

March 4, 2013

თბილისის ,,დინამოს” ერთ-ერთ თამაშზე ტრიბუნაზე ვიჯექი და შემთხვევით ერთი კაცი გავიცანი. თბილისის ,,დინამო” ფოთის კოლხეთს ეთამაშებოდა, მასპინძლებმა დამაჯერებლად 3:0 მოიგეს. პირველი გოლი ჩისკოს შესრულებულ ჯარიმას მოჰყვა, გამოცდილმა ესპანელმა კარგად შეაფასა სიტუაცია. მაშინ როცა ფოთელები ბურთის საჯარიმოში ჩაგდებას მოელოდნენ, ჩისკომ პასი უკან, საჯარიმოს გარეთ მდგომ ძარიაზე გააკეთა. ესეთ მახვილგონივრულ ჩანაფიქრს ირაკლი ძარიას უხეირო დარტყმა მოჰყვა, თუმცა სტუმრებმა არანაკლებ უხეიროდ ითამაშეს, დაფარება ვერც ერთმა ფოთელმა მოახერხა. ალბათ მეტი წილი შეცდომისა მოედნის ფეხბურთელებზე მოდის, ვინაიდან მეკარეს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ეფარებოდა და რთული იყო რეაგირების მოხდენა. ვერც იმას ვიტყვით რომ მეკარე ,,სუფთა” იყო ამ გოლში, რამაც ძალიან აღაშფოთა ჩემს გვერდით მდგომი თეთრწვერა ხანშიშესული კაცი და რამდენიმე წამი აქეთ-იქით სწრაფად ბოლთას სცემდა და ფეხბურთელებს ”ძილის გუდებს” უწოდებდა.შემდეგ დაწყნარებულმა ერთი დასკვნა გააკეთა: ჩისკოს პასის გარდა ყველაფერი უვარგისი იყო. ძნელია არ დაეთანხმო მის მოსაზრებას, მით უმეტეს, როცა გაგვიმხილა, რომ დინამო-ტოტენჰემის 1973 წელს გამართულ შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს, მაშინ სულ რაღაც 16 წლის ყოფილა. ამპლუით მეკარეს თვით სლავა მეტრეველის წინააღმდეგაც უთამაშია.სამწუხაროდ მისი გვარი ვერ დავიმახსოვრე და ინტერნეტშიც ვერსად მივაკვლიე ამ მატჩის განაცხადს.
მინდა შემოგთავაზოთ მის მიერ გამოტანილი დასკვნები.
1) ფოთელთა უიშვიათეს შეტევას საჯარიმო დარტყმა მოჰყვა მახვილი კუთხიდან, ახლო ძელისკენ გაკეთდა გადაცემა, ამ მომენტში ლორია ბურთზე არ გამოსულა, მცველებმა კი წააგეს მეორე თავზე ორტაბრძოლა. დარტმული სუსტი აღმოჩნდა და ლორიას პირდაპირ ხელებში მიუვიდა. ლორიას შეცდომა იმაში გამოიხატა ,რომ ამ დროს მეკარემ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, იგი ბურთზე უნდა გამოსულიყო და არ დალოდებოდა როგორ განვითარდებოდა მომენტი. შეიძლება ითქვას რომ ამ მომნეტში გაუმართლა მეკარეს.
2) ტაქტიკურმა შეცდომამ ლორიას შეცდომა დააშვებინა და ბურთის ხელებში დაჭერის შემდეგ, ფეხით ძალზედ არაზუსტად დაარტყა, ბურთი მეტოქეს დარჩა. გამოდის რომ ამ შემთხვევაში ლორიას ტაქტიკურმა შეცდომამ მისი ტექნიკური შეცდომის დაშვებაც განაპირობა.
სიმართლე რომ ვთქვა ვერ გავიგე რატომ შეიძლება გამოეწვია ტაკტიკურ შეცდომას ტექნიკური შეცდომა, არასწორ მოძრაობას არაზუსტი პასი, მაგრამ დამავიწყდა კონკრეტულად მეკითხა ამაზე, შეიძლება მისმა ემოციურმა და სწრაფმა საუბარმა დამაბნია.
კიდევ ბევრი რამ თქვა ამ თეთრწვერა კაცმა. მას შეუსწავლია დიეგო მარადონას და პელეს თამაში და თქვა, რომ ახალი ტექნოლოგიები და განვითარებული ინფრასტრუქტურა არ ნიშნავს იმას რომ დიეგო და პელედღევანდელ დღეს ფეხბურთს ვერ ითამაშებდნენო და ნიჭიერებას ყველა დროში შეუძლია თავის წარმოჩენაო. თბილისის დინამოს კი ძალიან გაუჭირდება ევრო ტურნირებში წარმატების მიღწევა, ვინაიდან ეროვნული ჩემპიონატი ძალიან დაბალი დონის არისო.
კიდევ ერთხელ დავწმუნდი გია გეგუჩაძის სწორ გადაწყვეტილებაში. შეკრებებზე გამართული შეხვედრები ძლიერ კლუბებთან ფსიქოლოგიური თუ სუფთა სათამაშო კუთხით ძალიან წაადგება ნებისმიერ ქართულ კლუბს.
ერთ-ერთი მატჩი, რომელიც ..ტორპედომ” კიევის ,,დინამომ” გამართა იყო რეალობა, სინამდვილე, თუ როგორ გვისწრებენ, თუნდაც უკრაინელები. როგორც ჩანს, რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ქართველი ფეხბურთელების ნიჭიერებაზე, ფული მაინც ბევრ რამეს წყვეტს, რადგან ის ქმნის პირობას ითამაშოს მაღალ დონეზე. ქართველი ფეხბურთელების ნიჭიერება კი ერთგვარ მითადაც კი იქცა ამ უფულო, უფეხბურთო, უბურთო და უმოედნო ქვეყანაში, რადგან ამოსვლა განუვითარებლობიდან და განვითარებისკენ სვლა ნელი და ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ერთადერთი მწვრთნელი ვინც მთლიანად ქართველ ფეხბურთელებზე ამყარებს მომავალს და ეს არ არის შაბლონური , ტრაფარეტული მომავალი, ეს არის სვლა, სვლა ევროპისკენ, რადგან ვერ განვითარდები თუ არ ეთამაშე ევროპელს.
დღეს ისინი ქმნიან ამინდს მსოფლიო ფეხბურთში და თუნდაც ამხანაგური თამაშები ისეთ გუნდებთან, რომლებიც სისტემატურად გამოდიან ევროპის ლიგაზე არის ძალიან კარგი, მაგრამ ვფიქრობ მაინც არასაკმარისი, რადგანც ფეხს ვერ ავუწყობთ ერთი გუნდით და ერთი მწვრთნელით. ამას კომპლექსური მიდგომა, სისტემის ჩამოყალიბება ჭირდება, ამაზე კი მგონი მართლა არავინ ფიქრობს, განსაკუთრებით ფედერაციაში და სანამ ამაზე არავინ ფიქრობს მე ველოდები გეგუჩაძის ,,ტორპედოს”, რომელიც აუცილებლად დადებს შედეგს, მთავარია დააცადონ.ყველაზე მდიდარი ქართული კლუბი თბილისის ,,დინამო” კი შეკრებებს თურქეთში გადის და სუსტ გუნდებთან სპარინგობს და ამას რა შედეგი უნდა მოჰქონდეს, მით უმეტეს თუ მათთანაც მარცხდები. რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, მით უფრო კარგად ჩანს შენი ნაკლოვანება და მით უფრო მეტ პრობლემას ხედავ. ამ დროს კი ახლოს ხარ რეალობასთან, იცი სად ხარ და გეძლევა საშუალება გამოიტანო დასკვნები როგორ განვითარდე.
არ მჯერა იმის, რომ ,,დინამო” ლიგაზე გავა,არც ლამაზი გოლები მაძლევენ კმაყოფილების საბაბს რადგან ეს იმდენად არარეალურია, რამდენადაც პატარა ბავშვი სახლისკენ მიმავალი, როცა მან არ იცის სად არის სახლი.

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: