Skip to content

საფეხბურთო ჩანაწერები

February 19, 2013
soccer-world-cup-west-germany-1974-final-west-germany-v-holland

მსოფლიოს ჩემპიონატი – 1974
1974 წლის მუნდიალი განსაკუთრებულია. მიხელსის ფილოსოფიამ ფეხბურთში გარდატეხა მოახდინა. დროს გაუსწრო რინუს მიხელსის ტაქტიკურმა აღმოჩენებმა. ტოტალური ფეხბურთის ზეობის ეპოქა, როცა მათ მსოფლიო გააკვირვეს, გარდა გონებრივი განვითარებისა, იმით იყო მნიშვნელოვანი , რომ გაიზარდა ფეხბურთელთა ფიზიკური დატვირთვები. ვფიქრობ ეს დეტალი ტოტალური ფეხბურთის ხასიათმა განაპირობა , შეტევის დროს საკმაოდ დიდი ძალებით გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე, თავდაცვისას ასევე დიდი ძალებით იცავდნენ საკუთარ კარს, რაც თავისთავად უზარმაზარ ენერგიას მოითხოვდა, თუმცა შესაძლოა სხვა მიზეზებიც ყოპილიყო ამის გამომწვევი.კერძოდ, მახსენდება თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ, სადაც აღნიშნავს, რომ 15 წლის ასაკში კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობდა.ეს კი წინარე პერიოდია ტოტალური ფეხბურთის ჩასხვისა.70-იან წლებში იცავდა ფეხბურთისადმი მიდგომა , მას უფრო მეტად პროფესიონალურად მიუდგნენ . ამის მთავარ მიზეზად მიმაჩნია ის, რომ მწვრთნელები და ფეხბურთელები საბოლოოდ დარწმუნდნენ სპორტის ამ სახეობის სირთულეში. ეს საკმაოდ რთული თამაშია და მით უფრო დასაფასებელია მიხელსის მიხვედრები.1974 წლის მუნდიალის ჰოლანდია საოცარ ფეხბურთს თამაშობდა. მთავარი ღერძი მე მაინც ვფიქრობ იყო არა იოჰან კრუიფი, არამედ იოჰან ნეესკენსი, რომელიც დღევანდელი საყრდენის ფუნქციებს ასრულებდა. საყურადღებოა რომ ნეესკენსი,როგორც ჩაშლაში, ასევე შექმნაში მონაწილეობდა, მაგრამ რეალურად ის მაინც კრუიფის ჩრდილში იყო. ოთხი წლის შემდეგ ჰოლანდიამ კვლავ მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოღონდ ამჯერად კრუიფის გარეშე. გუნდის ლიდერი იოჰან ნეესკენსი იყო, ჰოლანდიელთა ოცნება კი კვლავ აუსრულებელი.დავუბრუნდეთ გერმანიაში ჩატარებულ მუნდიალს, სადაც გერმანიას ფანტასტიური გუნდი ჰყავდა. ზოგი მათგანი ასევე ძლიერი მწვრთნელი დადგა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჰელმუთ შიონის ნაკრების მხრებზე დგას დღემდე გერმანული ფეხბურთი. დღემდე ავტორიტეტული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია ბეკენბაუერის, ბოგთსის და ჰიონესის სიტყვა.ბეკენბაუერმა და ბოგთსმა ჯერ თავად ფეხბურთელობის დროს შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონობა და შემდეგ თავად ხელმძღვანელობდნენ დასავლეთ გერმანიის ნაკრებს, 1990 წელს მათმა შეგირდებმა მესამედ მოიგეს მსოფლიო ფორუმი. მათ ხელში გაიარეს მათეუსმა, ლიტბარსკიმ, ბრემემ, ზამერმა და სხვებმა.1996 წელს კი ბოგთსმა კაიზერ ფრანცისგან დამოუკიდებლად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული., სადაც ფინალში თბილისის ,, დინამოს” მომავალი მწრთნელის დუშან უჰრინის ჩეხეთის ნაკრები დაამარცხა. ეს ყველაფერი ჰელმუთ შიონისგან დაიწყო, აი ეს არის სწორი გზა განვითარებული ქვეყნის, აწყობილი სტრუქტურის შედეგი.მართალია მიხელსის შეგირდები დიდი მწვრთნელები ვერ გახდნენ, მაგრამ ნეიტრალურ ქომაგთა უმრავლესობას ნარინჯისფერთა ჩემპიონობა სურდა. სანახაობრივი თვალსაზრისით ბადალი არ ჰყავდა ჰოლანდიელთა ნაკრებს, მაგრამ მეორე ტაიმი დათმეს, გოლები მეორე ტაიმში აღარ გასულა, ტუმცა კრუიფმა და კომპანიამ ვერ ითამაშეს ის, რაც უნდა ეთამაშათ. რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ძნელია გერმანიის ნაკრებთან თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მისსავე მოედანზე. ამ თამაშის შესახებ ბევრი ჭორი აგორდა, ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც სულ ახლახანს მოვისმინე იოჰან კრუიფზე ზეწოლა იყო შესვენებისას, თითქოსდა გასახდელში მას დაემუქრნენ, თუმცა ამ ტიპის ვერსიებს საფუძველი აკლია ხოლმე. გულშემატკივრებს უყვართ ერთგვარი ფილოსოფოსობა და დასკვნების გამოტანა, დილეტანტური საუბრები, რომელიც შესაძლოა გარკვეულ ხიბლს მატებს ფეხბურთს და მე მაინც არ მომწონს უვიცობაზე დამყარებული დებატები.

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: