Skip to content

მარადონას სტილში

October 20, 2012

 შოთა არველაძე
  სახეზე ნარკომანს გავდა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ გოლები გაჰქონდა.არც კი ვიცი აკეთებდა თუ არა პასებს. მხოლოდ გოლების გატანა შეეძლო, მით უმეტეს თუ ამაში ლაუდრუპი ან ლიტმანენი ეხმარებოდა.

  გიორგი ნემსაძე
  ნაკრების ერთგული კაპიტანი და შოტლანდიის ჩემპიონატის ვარსკვლავი.თუმცა ეხლა მგონი გაგიჟდა და ალბათ ფეხბურთზე მეტად სააკაშვილი უყვარს.

  შერინგემი
  შერინგემი იმ 2 წუთისთვის მიყვარს, როცა ის იმ საოცარ მატჩში გამოჩნდა 1999 წელს.ამ ფინალით მივხვდი, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, მით უმეტესს გერმანელების დამარცხება ბოლო წუთებზე, თუნდაც ისინი ფლობდნენ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში.

  რივალდო 
  ჟურნალისტები ცდებიან, როცა მას იშვიათად ართმევენ ინტერვიუს.არვიცი ფულის გამო ითამაშა უზბეკეთში თუ არა, მაგრამ ბარსელონას, რომ მარტო ათრევდა მახსოვს.მის მიერ გატანილ გოლს კანისარესის კარში აბა რა დამავიწყებს, რადგან მაშინ ისე მეწყინა ვალენსიას მარცხი, რომ ვიტირე.
რივალდომ კი ის გააკეთა მაშინ, რასაც ელოდნენ მისგან. ყოველთვის ამართლებდა გულშემატკივრების იმედებს. ანჩელოტის კი ისე როგორ გადაუტრიალდა ტვინი, რომ რივალდო სკამზე დასვა?? ნამდვილად არვიცი.

  დენის ბერგკამპი
  დიდი ფეხბურთელი იყო და არ სცემენ სათანადო პატივს, რადგან ობაფეი მარტინისის მალაყები და გატუზოს ჩაჭრები უფრო მოსწონთ.შემოქმედი ფეხბურთელი და ბევრისთვის ლეგენდაც.მოედანზე დაუჯერებელ გადაწყვეტილებებს იღებდა.არაორდინალურობით გამოირჩეოდა იმდენად, რომ როგორც ამობდნენ თვითმფრინავით არ მგზავრობდა.
არც მე მინახავს ბერგკამპი ვერტმფრენში.

  მასკერანო
  უდაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია და დიეგომ იმდენი მოითხოვა მისგან, რაც მხოლოდ დიეგოსგან მოუთხოვიათ. ბარსელონაში კი ყოველთვის უშეცდომოა და იმსახურებს მესისთან ერთად თამაშს.
წარმატებულია, მაგრამ სანაკრებო წარმატებებს ვერ აღწევს.

 პაველ ნედვედი
 მისი სახელის ხსენებისას იუვეს შავ-თეთრ ფორმაში გამოწყობილი ქერა კულულებიანი ბიჭი წარმომიდგება. ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და იმდენი შეძლო, რომ ევროპაში საუკეთესო გახდა.
რეალთან მაგრად იომა, თუმცა იმ ერთმა ყვითელმა ბარათმა კარიერის უდიდეს მატჩზე უარი ათქმევინა.

 მანე გარინჩა
 მადლობა ”ფეხბურთს”
 ჟურნალ ”ფეხბურთს”
 აბა რას გავიგებდი მანეს შესახებ?!
 კაცმა, რომელმაც მეცნიერული კანონებიც დაამარცხა:
 კოჭლი და მსოფლიო ლეგენდა (ფეხბურთელი!)
 ეს ისეთივე რამ არის, რომ ჩეოგბურთელმა ჩოგანს ტარი მოატეხოს და ისე ითამაშოს. ითამაშოს და გახდეს პირველი.
 ბრავო მანე ბრავო!

  ჟულიო ბაპტისტა
  რეალში გადასვლისას უმრავლესობას გონება ეკეტება და მხოლოდ ფული ახსოვთ.აბა რომელი დაუჯერებდა ჟულიოს, როცა ის რეალში ყველაფრის მოგებას და პირველობას აპირებდა.
არატიპიური ბრაზილიელია (თუნდაც თამაშის სტილით) და არ გამიკვირდება საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ გემის კაპიტანი ან მხატვარი გახდეს.

  ინიესტა
  ინი ჯერ კიდევ იქიდან მახსოვს 19-20 წლის ასაკში ბარსაში, რომ თამაშობდა. ცვლილებიდან შემოდიოდა ხოლმე და ჯერ წვერიც არ ჰქონდა. ნათელი დადასტურება შრომისმოყვარეობის შედეგისა მისი კარიერაა.ეხლა წვერიც აქვს და არც ცვლილებებზე უწევს შემოსვლა.
ფეხბურთელთან ერთად კარგი ადამიანიც ჩანს.

  დეფო 
  ამ ფეხბურთელს კარგად არ ვიცნობ.მაგრამ იმდენად ვიცნობ, რომ დარწმუნებული ვარ პრემიერლიგას იმსახურებს.

  ჯაბა დვალი 
  18 წლის იყო, როცა ფრანგული სოშოს წინააღმდეგ ითამაშა.მეგონა დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, თუმცა ეს ვერ შეძლო. მაგრამ შეძლო მაინც ძალიან ბევრი.
საქართველოში თავს ფეხბურთელად გრძნობს!

  ელ ჰაჯი დიუფი
  პატივსვცემდი და ყოველთვის მესიმპათიურებოდა, მაშინაც კი, როცა ულიე სკამებს ახეხინებდა.სენეგალთან ერთად კი ერთხელ გაიბრწყინა.მიკვირს რატომ ვერ შეძლო მეტი.

  კირონ დაიერი
  მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ფეხბურთიდან ისე წავიდა, რომ არც კი დაგვემშვიდობა.ან რა დამშვიდობების თავი ჰქონდა? კაცი ტრავმებმა ლამის გააგიჟა.

  როი კინი
  შიზოფრენიკი იყო. მოედანზე შეეძლო კაციც მოეკლა.თამაშის წინა დღეს ხშირად არყით თვრებოდა, ხოლო თამაშის დროს ისეთი ფიცხი იყო, გეგონებოდა ხორცის საჯიჯგნად შეუშვეს მოედანზეო. ერიკ კანტონას ძმაკაცი აბა ნორმალური იქნებოდა?

  გაისკა მენდიეტა
  ჩემი ბავშვობის კერპი. მისი პოსტერი ამშვენებდა ჩემი სახლის კედელს და ისე მიყვარდა, რომ შევწუხდი, როცა გაზეთები მისი არეული კარიერის შესახებ წერდნენ.
დღესაც მაგრად მიყვარს.

  მარადონა 
  დიეგო პირველია!

  ლენონი 
  უსწრაფესი და ძალიან ტექნიკური.ნაკლებად იღებს ლიდერის ფუნქციებს, მაგრამ არ ვიცი უსმენს თუ არა ჯონ ლენონს.

  ხუან ვალერონი
  ამ კაცზე ვგიჟდებოდი და ირურეტას დეპორში საუკეთესო იყო. აბა მაკაი შემქმნელი არასოდეს ყოფილა. შექმნა ეს ვალერონის საქმეა.

  პეტი
  ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარი, მაგრამ სექსი მაშინ მოინდომა, როცა საერთოდ არ იყო ამის დრო.

  ლიზარაზუ
  წარმოშობით ბასკი.ასე რომ ჩვენი ნათესავია.
ამიტომაც გამიხარდა 98-ის ფრანგული გამარჯვება.

  დაფი
  ლომაიას გაუტანა თბილისში.ამ ფეხბურთელისადმი სიძულვილი დღემდე მომყვება. 
მიხარია კიდეც, რომ ვერ შეძლო იმდენი, რასაც ირლანდიელები ელოდნენ.

  მესი 
  როცა ის თამაშობს, ქალებსაც აქვთ უფლება უყურონ ფეხბურთს. აბა ხედირასგან რას ისწავლიან?

  გატუზო 
  ნათელი მაგალითი იმისა, რომ პროფესიის არჩევისას შესაძლოა შეცდომაც დაუშვა.

  მეჰმეთ შოლი 
  ამბობენ ირანელი იყო წარმოშობითო, მაგრამ რაც გერმანულ ფეხბურთს გაუკეთა აპლოდისმენტებს იმსახურებს.

  მილან ბაროში 
  2004 წლის ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა. შეეძლო გამხდარიყო ვარსკვლავი, თუმცა მხოლოდ კარგი ფეხბურთელობა შესძლო.

  რაიან გიგზი 
  ესეთებს სიცოცხლეშივე ძეგლს უნდა უდგამდნენ და მგონია რომ უკვე ფიქრობენ ამ თემაზე ინგლისელები.

  ქინქი 
  გიომ ყველა მოატყუა, მაგრამ სიზარმაცეს ვერაფერი უყო.

  რუშთუ
  ვგულშემატკივრობდი და გამიხარდა კიდეც მისი გადასვლა კატალონიაში.მისთვის ესეც ბედნიერებაა, რადგან აქვს უფლება შვილიშვილებს მოუყვეს, რომ იგი იყო ბარსელონას წევრი.ბავშვებს კი ისე არაფერი უყვართ, როგორც მესის გუნდი.

  ამბროზინი 
  არ მეგონა ამდენს თუ შეძლებდა, რადგან თავიდან პიანჩეცაშიც სკამებს ხეხავდა.

  შოთა არველაძე
  სახეზე ნარკომანს გავდა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ გოლები გაჰქონდა.არც კი ვიცი აკეთებდა თუ არა პასებს. მხოლოდ გოლების გატანა შეეძლო, მით უმეტეს თუ ამაში ლაუდრუპი ან ლიტმანენი ეხმარებოდა.

  გიორგი ნემსაძე
  ნაკრების ერთგული კაპიტანი და შოტლანდიის ჩემპიონატის ვარსკვლავი.თუმცა ეხლა მგონი გაგიჟდა და ალბათ ფეხბურთზე მეტად სააკაშვილი უყვარს.

  შერინგემი
  შერინგემი იმ 2 წუთისთვის მიყვარს, როცა ის იმ საოცარ მატჩში გამოჩნდა 1999 წელს.ამ ფინალით მივხვდი, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, მით უმეტესს გერმანელების დამარცხება ბოლო წუთებზე, თუნდაც ისინი ფლობდნენ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში.

  რივალდო 
  ჟურნალისტები ცდებიან, როცა მას იშვიათად ართმევენ ინტერვიუს.არვიცი ფულის გამო ითამაშა უზბეკეთში თუ არა, მაგრამ ბარსელონას, რომ მარტო ათრევდა მახსოვს.მის მიერ გატანილ გოლს კანისარესის კარში აბა რა დამავიწყებს, რადგან მაშინ ისე მეწყინა ვალენსიას მარცხი, რომ ვიტირე.
რივალდომ კი ის გააკეთა მაშინ, რასაც ელოდნენ მისგან. ყოველთვის ამართლებდა გულშემატკივრების იმედებს. ანჩელოტის კი ისე როგორ გადაუტრიალდა ტვინი, რომ რივალდო სკამზე დასვა?? ნამდვილად არვიცი.

  დენის ბერგკამპი
  დიდი ფეხბურთელი იყო და არ სცემენ სათანადო პატივს, რადგან ობაფეი მარტინისის მალაყები და გატუზოს ჩაჭრები უფრო მოსწონთ.შემოქმედი ფეხბურთელი და ბევრისთვის ლეგენდაც.მოედანზე დაუჯერებელ გადაწყვეტილებებს იღებდა.არაორდინალურობით გამოირჩეოდა იმდენად, რომ როგორც ამობდნენ თვითმფრინავით არ მგზავრობდა.
არც მე მინახავს ბერგკამპი ვერტმფრენში.

  მასკერანო
  უდაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია და დიეგომ იმდენი მოითხოვა მისგან, რაც მხოლოდ დიეგოსგან მოუთხოვიათ. ბარსელონაში კი ყოველთვის უშეცდომოა და იმსახურებს მესისთან ერთად თამაშს.
წარმატებულია, მაგრამ სანაკრებო წარმატებებს ვერ აღწევს.

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: