Skip to content

დამწყდარი გული (ნაწილი პირველი)

October 20, 2012

ეძღვნება ვახო ყურაშიძეს

პირველად ბაზაზე რომ ვნახე ონკანთან იდგა, ბუცებს ასუფთავებდა.მის გვედით მდგარ ტანდაბალ ბიჭს რაღაცას უყვებოდა. შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა, მომიახლოვდა და მომესალმა.დაბნეულობისგან ჩემთვის რაღაც ჩავიბურტყნე, გულმა კი აჩქარებით დაიწყო ცემა. დიდი ხუჭუჭა თმები შუბლს უფარავდა, იღიმებოდა როგორც ხშირად მინახავს ეკრანზე გაღიმებული და გაოცებული სახით.
რატომღაც ასეთი დამახსოვრდა, ერთდროულად გაღიმებული და გაცინებული ჩია ტანის ბიჭი. საქართველოში რომ დაბადებულიყო მისი კლიჩკა აუცილებლად ”პუშკინა” იქნებოდა, თუმცა ის რიგითი არგენტინელი იყო და მასში როგორც ბევრ არგენტინელ გამთამაშებელში ახალი მარადონას დანახვას ცდილობდნენ ჟურნალისტები.
და არა მარტო ჟურნალისტები.
ამასობაში გასახდელის კარი გაიღო და მელოტმა კაცმა ჩახლეჩილი ხმით დაიძახა:პაბლიტო, პაბლიტო.
შვეიცარიაში, სადაც ბენფიკა შეკრებას გადიოდა, ბათუმიდან ჩავფრინდით. მთელი ღამის ფრენის შემდეგ მოთენთილი ვიყავი. ვგრძნობდი, რასაც განიცდიან წარუმატებელი ქვეყნის ფეხბურთელები, როცა ძლიერი ლიგის გუნდებში მიდიან.
პირველ რიგში, ალბათ სევდას.ფიქრობ, რომ შენი ქვეყანა არის სადღაც უკან და გტკივა გული, რადგან არ იცი როდის დაეწევი მათ.
ალბათ განიცდი სიხარულსაც. ხვდები რომ მიდიხარ იქ, სადაც კარგია შენთვის და რაღაცნაირად გენატრება ყველა, ვისთან ერთადაც გითამაშია ფეხბურთი.
შვეიცარიაში კლუბის დირექტორთან მერაბ კაკაურიძესთან ერთად გავემგზავრე. აეროპორტში აგენტი დაგვხვდა, რომელსაც მერაბთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა.
აგენტის სახელი იყო მიკი. მის ცისფერ თვალებს რაღაცნაირად არ უხდებოდა სათვალე.
აეროპორტიდან პირდაპირ ბაზაზე წავედით, ქუჩებში იყო სისუფთავე და ოდნავ წვიმდა. ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული, როცა ბაზასთან მივედით. კარები გაიღო და მერაბი შემოტრიალდა და გამიღიმა, თვალი ჩამიკრა, თითქოს მამხნევებდა.
ბარგით ხელში მივყვებოდი მიკს და ჩემს უკან მალხაზი მოდიოდა. ისინი ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობდნენ, თუმცა მიჭირდა აზრის გამოტანა.
ერთ-ერთ ოთახთან მიკი გაჩერდა და დააკაკუნა. ოთახიდან ხანში შესული მამაკაცი გამოვიდა, მოგვესალმა და წაგვიძღვა წინ. შეგვიყვანეს ოთახში მე და მერაბი. მიკვირდა ყველაფერი რაც იქ იყო.
განსაკუთრებით კომფორტი, როცა დავჯექი ძალიან რბილ სკამზე და გაკვირვებული ვუყურებდი ჩემს თანამემამულეს.
ის კი იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა ალბათ ფულზე, რასაც ჩემში მოითხოვდნენ.ან მოითხოვდნენ კი? მე ხომ მხოლოდ სინჯებზე ვიყავი.
”გამოიცვალე და დაისვენე, ვარჯიში საღამოს ხუთ საათზე დაიწყება, მანამდე კი ვისადილებთ” – მითხრა მერაბმა.
ხუთ საათამდე დრო ძალიან ნელა გადიოდა, სხეული ისვენებდა, თუმცა ფსიქოლოგიურად უფრო და უფრო მიჭირდა, ვნერვიულობდი.
”რომ ვერ ვითამაშო მაშინ?….” – ეს აზრი ათასჯერ მიტრიალებდა თავში და ვერაფერს ვუპირისპირებდი. მიჭირდა ცივი გონებით ფიქრი.

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: