Skip to content

   პირ…

October 9, 2012

   პირველად რომელ თამაშზე ვნახე არ მახსოვს. ერთი ჩვეულებრივი თამაში იყო პრემიერლიგის, მგონი ლონდონში ვესტ ჰემთან და მგონი წვიმდა.
   ყველაზე მეტად იმ სეზონში უჭირდა ვენგერს და ხალხიც არ ჰყავდა. ვილშერი დაშავდა, ფაბრეგასი წავიდა. 
   მეორე ტაიმი იქნებოდა, როცა ეპტონ პარკის მინდორზე გამოჩნდა მაღალი, გამხდარი ფეხბურთელი არსენალის წითელ ფორმაში.გაიქცა და დავინახე წარწერა მაისურის ზურგზე :diaby.
პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ იგი არ გავდა ტიპიურ შავკანიანს, არც აღნაგობით და არც მოძრაობით.
   ნელა, ოდნავ მდორედ მოძრაობდა, თითქოს განმეორებითი ჩვენებააო და ყოველ პასს ტვინს აყოლებდა.
   ის ჰგავდა ბალუს, მაუგლის მეგობარს.
   მისი სირბილს ბაჯბაჯს შევადარებდი, მოხდენილ ბაჯბაჯს.
   იმ წვიმიან დღეს ჩაქუჩებთან დიდი ვერაფერი ფეხბურთი ითამაშა. კომენტატორმა კი ახსენა უთამაშებელიაო, მაგრამ მაინც ცუდად ჩამრჩა თავში მისი ცუდი თამაში.
   ხომ იცით პირველად ნანახი ყველაზე კარგად გამახსოვრდება.ბავშვობაში მეც ეგრე დამამახსოვრდა მაუგლის მულტფილმში ბალუ, რომელიც დიაბიმ გამახსენა ამდენი წლის შემდეგ.
თამაშის შემდეგ კაი დრო გავიდა, მაგრამ დიაბი არ გამხსენებია. არც მაშინ როცა არსენალზე ვფიქრობდი და არც მაშინ როცა ვენგერის ოდნავ შეწუხებულ სახეს ვუყურებდი თითქმის ყველა თამაშის შემდეგ.
   თავი თვითონ შემახსენდა ფრანგმა. ეს წელს იყო ლივერპულთან მოგებულ მატჩში.
   მსუბუქად დაბაჯბაჯებდა, სწორ პასებს აკეთებდა. არ გავდა შავკანიანებს, რომლებიც მთელი     თამაში თავქუდმოგლეჯილი დარბიან შეტევების ჩაშლისთვის. 
   მას შეუძლია შეტევების წარმართვა.
   მომხიბლა მისმა მოძრაობებმა, ოდნავ ნელმა, მაგრამ აზრიანმა.
   ის არის ბალუ, მობაჯბაჯე ბალუ, რომელმაც იცის ფეხბურთის თამაში.

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: