Skip to content

ჩემი კლასელი გასქოინი

September 24, 2012
paul-gascoigne-italia-901

    მე და გაზა კლასელები ვიყავით.
    პირველად კლასში რომ შემოვიდა, მასწავლებელმა ხელი მხარზე მოხვია პოლს და გვითხრა:,,დღეიდან პოლი იქნება თქვენი თანაკლასელი”. მერე კი პოლი პირდაპირ ჩემი მერხისკენ წამოვიდა, დაჯდა ჩემს გვერდით და ხელები მაგიდაზე დააწყო.
    მაშინ მესამე კლასში ვიყავით და მას ყოველთვის ისეთი ბრაზიანი სახე ჰქონდა, როგორც დღეს.მისი სახლი ჩემთან ახლოს იყო. ბურთით ხელში ხშირად დადიოდა ქუჩა-ქუჩა, განსაკუთრებით საღამოობით, როცა ერთი ბიჭი დაუვლის მთელ უბანს და შეკრებს სასტავს, რათა ეთამაშოს მეორე უბნის ბიჭებს.
    ერთ საღამოს, როცა შევიკრიბეთ და ქვედა უბნისკენ წავედით სათამაშოდ, პოლმა მაისური გაიხადა და პირველად დაგვანახა შრამი ზურგზე, რომელიც დამწრობისგან ჰქონდა, ნამდვილ ველურს ჰგავდა ველური სახით და შრამით ზურგზე, ჩვენ კი გაკვირვებულნი ვუყურებდით და არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს ესეთი საზარელი რამ.ბოლოს პოლმა ჩაიცვა მაისური, ბურთი იღლიაში ამოიჩრა და გაგვიძღვა წინ.
    ღამდებოდა, როცა ბურთი მეკარემ გასქოინს დაუგორა, მან თავი დახარა და მკვრივი სხეულით დაიწყო ბურთთან ერთად მოძრაობა მეტოქის კარისკენ. რამდენიმე მოწინააღმდეგეს გასცდა და შემდეგ ვიღაც ზანგმა პირდაპირ მუხლებში ჩაარტყა, გაზა დაეცა, ვიფიქრე მუხლი ჩაემსხვრათქო, ისე შემზარავად იყვირა და ახლო მდებარე მთებში ექოსავით გავარდა მისი ხმა.
    ბოლოს ადგა, მარცხენა მუხლი კვლავ მოხრილი ჰქონდა და ცალ ფეხზე იდგა, ინერციით გადაიხარა, ხელი თანაგუნდელს მოხვია და აგრესიული ტონით იმღერა ჯორჯ ბესტისადმი მიძღვნილი სიმღერა:,,belfast boy”.
    ჩვენ კი ჩუმად ვიდექით , სანამ არ დაღამდა. პოლს მაისური კვლავ გაეხადა და ამას მაშინ დავაკვირდი, როცა მთვარემ გამოანათა და მას მთვარის შუქზე უბრწყინავდა ბავშვობის ჭრილობა, შრამიანი პოლი კი აღარ მღეროდა, ის ტიროდა ტკივილისაგან და ორ კაცზე ხელებ გადახვეული მხოლოდ ცალ ფეხს აბიჯებდა მიწას.
    გაკვეთილების მერე იქ მიდიოდა, სადაც ბურთს ხედავდა. ბურთი მიმზიდველია პატარა ბავშვებისთვის, დიდი ბავშვებისთვის, დიდი ადამიანებისთვის და თითქმის ყველასთვის.
    ზამთარ-ზაფხულ ის რჩებოდა გაკვეთილების შემდეგ ეზოში, თამაშობდა ფეხბურთს და ხშირად ამსხვრევდა სკოლის ფანჯრის მინებს.
    დარაჯი იბარებდა გაზას მშობლებს, თუმცა პატარა გასქოინი ამსხვრევდა მინებს.
    მასწავლებელი იბარებდა მის მშობლებს, პოლი ამსხვრევდა მინებს.
    დირექტორი იბარებდა პოლის მშობლებს, თუმცა ბავშვი კვლავ ამსხვრევდა მინებს.
    ერთხელ როცა წამოვიზარდეთ და გასქოინი ნიუკალს იუნაიტედში თამაშობდა, მთვრალმა პოლმა გვითხრა კლასელებს:,, მე შეგნებულად ვამსხვრევდი მინებსს. ვუმიზნებდი მინას, რათა ჩამემსხვრია ის. ეს მე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.სკოლის სტადიონზე, სადაც არ ჰქონდა არც ერთ კარებს ბადე, ბურთით ჩამსხვრეული მინა საოცარ შინაგან სიმშვიდეს მგვრიდა და სიხარულისგან გაქცევას არც ვცდილობდი, ვინმეს რომ არ დავენახე, არამედ ვიდექი და ჩუმად ვუსმენდი მინის ნატეხების მსხვრევას და მათ დაცემას ცივ ბეტონზე.”

From → Uncategorized

Leave a Comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: