Skip to content

ზღვა, ანანო და ჰენრიკ ლარსონი

119075308721082007498

აბაზანაში არ შევსულვარ. სიტყვა აბაზანასაც საერთოდ იშვიათად ვხმარობ, სულ ვანას ვამბობ ბავშვობიდან. სულ ფეხებზე მკიდია სიტყვა ქართულია თუ არა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში შეიძლება მოხვდე, სადაც ცდილობ ოდნავ მაინც უერთგულო მშობლიურ ენას. ესე უაზროდ და მელანქოლიურად იმიტომ ვიწყებ, რომ გაღვიძებისას სულ ეგრე ვარ, ამიტომაც ეხლა რაღაცის წერა რომ დავიწყე დალაგებული არ გამოვიდა.

დილით რამ გამაღვიძა არ მახსოვს, ვახო რაღაცას იძახდა და ანანო იცინოდა, მერე ანანო ჯერ კიდევ მძინარე ყველას გვეძახდა ვის რამდენი ბუტერბროდი და რამდენი კოვზი შაქარი გვსურდა ყავაში. ბუტერბროდს რაღაც სიტყვას ეძახდნენ, რომელსაც ახლა ვერაფრით ვიხსენებ, თუმცა მაშინ ყოველწუთში მესმოდა ყურში.

ოთახი არც ისე პატარაა, რადგან ექვსი კაცი ვეტევით და ხელს არ ვუშლით ერთმანეთს. ოთახის ბოლოში მე ვწევარ. პირველად ჩემი ბარგით, რომ შემოვედი რაც ეგრევე თვალში მომხვდა მოპირდაპირე მხარეს ჩავარდნილივით მდგარი საწოლი იყო, თუმცა ლეჟანკას უფრო გავდა შორიდან. ყველაფერი იქვე დავაწყვე ნასკები, წიგნები და ტრუსიკებიც. ჩემდა გასაკვირად ყველაზე ხშირად წიგნს ვხმარობდი და ალბათ ჩემი ოთახის წევრებს ანუ თანამეოთახეებს ეგონათ, რომ სულ ესე იყო, არადა ქობულეს კომპიუტერისგან ჩაწითლებული თვალებით ვეწვიე და წიგნი არაფერ შუაში იყო.

გაღვიძებისას ეგრევე რაც  გამახსენდა იყო საათი, მაგრამ კედელზე არაფერი ჩანდა ჩამოხეული შპალიერის გარდა, ამიტომ მობილურს დავხედე და თვალის პერიფერიიდან ხის საწოლის კლეტკებიანი ღობე დავინახე და შემდეგ ანანოს სახე გამოჩნდა მის პატარა და საყვარელი ცხვირთან ერთად.

- დიმა გეწვის? – გაიღიმა ოდნავ შეწუხებული სახით და სხვებმაც ჩემსკენ გამოიხედეს.

- რავი, ისე რა. იმ მაზმა ცოტა გაასწორა – ვთქვი და გადმოვტრიალდი მათკენ.

-შეჩემა დღეს კიდე წაგისვამენ – ყურაშა ოთახის ბოლოდან იძახის.

კანი ისედაც სტრანი მაქვს და ალბათ მზემ მუღამი ვერ დაუჭირა – ვფიქრობ და ვგრძნობ როგორ მეზარება ოდნავი დისკომფორტიც, მაწუხებს აზრი გუშინ სამამდე რატომ ვიყავი პლაჟზე და ყურაშას ტელეფონიდან სიმღერა ”სისტემა უნდა დაინგრეს” იმდენჯერ მოვუსმინე, სანამ მობილური არ დაჯდა და სიმღერა შეწყდა.

ჯერარმდგართა საუბარი მეზობელზე ღადაობით გაგრძელდა, რომელსაც ყოველდღე ახალი საყვარელი  ჰყავდა ანუ ერთფეროვანი სექსი მისთვის ყოვლადმიუღებელი გამოდგა. არადა ბავშვი ჰყავდა, შვილი რა, მაგრამ ვისგან ძაან მეეჭვება სცოდნოდა, ნუ დარწმუნებული მაინც არ იქნებოდა ბავშვის მამის ვინაობაში და სადღაც ეჭვი უეჭველად შეეპარებოდა.

ხოდა ეგრე იყო. ამ ქალზე ყოველდღე ვღადაობდით, განსაკუთრებით საღამოს, როცა ვსეირნობდით და მერე აივანზე ლუდს ვსვავდით ან პროსტა ვიჯექით.

ჩემი მთავარი გასართობი რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს და მგონი არ ჟღერს უცნაურად აიპოდი იყო, სადაც რამდენიმე ქართული რეპიც ეწერა და ეგ რეპები და ქობულეთი მაშინ ისე გამისწორდა  თბილისურმა ხმაურმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ  შეძლო ჩემი დაღლა და დანევროზება.

ანანო ყველაზე რეაქტიული იყო და მას შემდეგ არ მინახავს ადამიანი, ვინც სხვებზე მაგდენს ზრუნავდეს, ალბათ არც მანამდეც, მხოლოდ ჩემი მამაო მახსენდება სხვებზე ზრუნვით გადაღლილი, სახლში რომ ექვსი შვილი ელოდებოდა და ეკლესიაში ნაშოვნ ფულს ღარიბებს ურიგებდა, ხოლო ფეხზე დახეული ტუფლები ეცვა, ძირგამძვრალები.

- ეს შორტი იცი როგორ გავაკეთე? – სიცილით მეუბნება ანანო და მის ჩახლეჩილ ხმაზე გულში მეცინება, ისე კი ვიღიმი და ვეკითხები: როგორ?

- მამაჩემის შარვალი გადავჭერი – ეხლა უფრო გულიანად იცინის და მეც მეცინება.

- აუ ისე ცოტა მძვრება, მაგრამ არაუშავს – აგრძელებს სიცილს და ახლა მეც უფრო მეტად ვიცინი.

პირსახოცს ჰაერში ვატრიალებ, შემდეგ მხარზე ვიკიდებ და ვუსმენ კიდე რას მეტყვის.

- წამო ქოლგას გიყიდი და არ დაიწვები – მეუბნება ესე ჩვეულებრივად, არადა სულ ორი დღის ჩამოსული ვარ და თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს.

მას ზაგარი უხდება ძალიან, შავ სათვალეს იკეთებს და ესეც ძაან უხდება, მერე იხდის და საცურაო კოსტუმიც უხდება, მერე ზღვაში შედის და იქიდან ხელს გვიქნევს და ისევ იცინის,მერე ზღვიდან გამოდის და სველი თმებიდან წამოსული წვეთები უფრო ლამაზს ხდის.

-დიმა ნუ იძინებ – ვეუბნები და მეცინება მის ამ ხუმრობაზე, რომელსაც ყოველ ღამე ძილის წინ მეუბნება და იღიმის. ხან იცინის და იშვიათად ცუდ ხასიათზეა, ამ დროს მომენტი უნდა დაუჭირო, ჩუმად არის და შეწუხებული სახე ისე უხდება უფრო საყვარელი ხდება და თითქოს სევდიანიც.

პირველად გაბრაზებული რომ დავინახე აიპოდის ცალი ყურსასმენი ახლოს მივუტანე და ჰა მოდი მოსუმინეთქო, მანაც გამომართვა და უსმენდა. მუსიკა ჩემთვის განწყობილების შექმნის უალტერნატივო საშუალებაა და იმ რეპს, რომელსაც ერთად მოვუსმინეთ მე და ანანომ, მანამდე იმდენჯერ მივეცი ფლეი სანამ სიტყვა-სიტყვით არ დავიზეპირე და ღამე, რომ ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ეს სიტყვები თავისით ჩამესმის გულშიც, სულშიც და გონებაშიც  ეგრე ვიყავი, თან ერთად, რომ ვუსმენდით მე ვცდილობდი ყველა სიტყვა მეთქვა და ავყოლოდი პირის მოძრაობით, ძაან ხმადაბლა და ზოგჯერ სიტყვები თუ დამავიწყდებოდა ვჩუმდებოდი და ანანოს ისე გავხედავდი სკოლის მოსწავლესავით, რომელმაც გაკვეთილი ცუდად ჩააბარა. ანანოს კიდე მთელი ტანი შავი ჰქონდა და აფრიკელს არა, მარა მულატ გოგონას ჰგავდა ლათინური ამერიკის,  სან-პაოლოს რომელიმე უბნიდან, სადაც ალბათ არც იქ არის სამოქალაქო საზოგადოება ანუ ჩემი გათლით ის ხალხი, რომელიც გასატრაკებელზე ყოველთვის უტრაკებს ხელისუფლებას და იმ მინიმუმს მაინც ითხოვს, რაც ჭამას, სწავლას და ნორმალურ სამუშაო გარემოს გულისხმობს და ის ბრაზილიელები უფრო მეტად ბედნიერები არიან, თუ მათი მეგობარი ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ძმა ევროპისკენ წავა ფეხბურთის სათამაშოდ და ყოველთვიურად გაკრვეულ თანხას გამოაზგავნის ყველასთვის, ვინც უყვარს.

პლაჟზე ჩვენს გვერდით ვიღაც უცნაური ტიპები გაიჩითნენ, აი ისეთი სტრანები დედა-შვილია თუ ცოლ-ქმარი კარგად ვერ მიხვდებოდი, ნუ მე მაინც ეგ კითხვა გამიჩნდა. ყურაშას ეგრევე გაეცინა და თავისი ცინიზმის უსაზღვროება ეგრევე, რამდენიმე წამში გადმოაფრქვია, მაგრამ ისეთ უცნაურ ფრაზებს მოხევს ეგეთ დროს გაგეცინება და ვერაფრით დაიმახსოვრებ. მერე ანანომ სურათი გადაუღო და ისიც აყვა ღადაობაში, მაგრამ ყურაშასგან განსხვავებით ის უფრო ღრმად ჩაწვდა პრობლემის არსს და გემოვნებაზე გაამახვილა ყურადღება.რა აცვიათ, რომ არ უხდებათ და არ ვარგაო რატომ ვერ მიხვდნენო და ეგეთები. მოკლედ თავის ამბებში იყო და რაც არ მოწონდა საქართველოში ის პრობლემა აქაც გაეჩითა, პლიაჟზე და აქც არ დაასვენეს ეგეთმა ხალხმა. რაც აღიზიანებდა გემოვნებისა და განათლების სიმცირე ან უფრო სწორად არარსებობა   იყო და ამეებს ერთი სიტყვით უდონობას უწოდებდა.

სახლში რომ მივდიოდი მოსახვევში თონე იყო. ერთი პუტკუნა და კეთილი ტიპი აცხობდა პურს, მაგრამ მცხობელს კი არა იმ ტიპს უფრო გავდა თბილისის ბაზრებში ხორცს რომ ჭრიან ხოლმე. ანანო მას განსაკუთრებულად ესალმებოდა და მერე იღიმოდა და ესეთი ღიმილი ზოგჯერ სიცილში რომ გადაეზრდებოდა ჩახლეჩილი ხმის ფონზე მუტლფილმის გმირს უფრო გავდა, მაგრამ ეგეთი მულტფილმი ალბათ არც გადაღებულა. პროსტა ეგრე მგონია, რომ კარგი სამულტფილმო თვისებებით გამოირჩეოდა.

სახლი ვიღაც ქალის იყო, სადაც ვცხოვრობდით.  იმ ქალს ვიღაც შვილი ჰყავდა, ცოტა ვერ იყო და ანრი ერქვა. მის სახელზე ხან ტიერი ანრი და ხან ანრი კამარა მახსენდებოდა. მაგ ანრი კამარამ 2002 წლის მუნდიალზე შვედეთს დამატებით დროში ოქროს გოლი შეუგდო და მგონი პირველად ვიტირე წაგებული ტოტალიზატორის ბილეთის გამო და ჰენრიკ ლარსონზე, რომლის გუნდმაც ბილეთი გამიფუჭა, ჯავრის ყრა მხოლოდ წლების შემდეგ შემეძლო, თუმცა ამ ქართველებს ბოლომდე თითქმის არაფერი გამოგვდის და ზაფხულის იმ ღამეს, როცა ზესტაფონმა ბურთი დაუმალა ლარსონის ჰელსინგბორგს უბედნიერესი სახე მქონდა და ბოლო წუთებში ლარსონის პასით მაინც შეგვიგდეს და ამ გოლმა შვედები გაიყვანა შემდეგ ეტაპზე. მე კი იმ წუთებში აღარ მიტირია, მაშინ ძალიან ახალგაზრდა გიორგი ცხადაიამ იტირა, რომელსაც ლარსონმა ხელი გადახვია და დაამშვიდა. ეგ კადრი ეხლაც კარგად მახსოვს, მაგრამ ქართველებმა არამარტო საქმის ბოლომდე მიყვანა არ ვიცით, არამედ წარსულისგან დასკვნის გამოტანა და იმ ლამაზი ფეხბურთის ამსახველი კადრები ინტერნეტში არ მოიძებნება და იქნებ არ გვაინტერსებს და ამიტომ არ მოიძებნება. თითქოს აქაც მთავარი ტაბლოა, როგორც ცხოვრებაში ფული  და ასე მშრალად და უემოციოდ შეგვიძლია ვიცხოვროთ  და ის თამაშიც ალბათ იმდენად ცოტამ ვნახეთ, რამდენსაც მართლა სურს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება. ის სიხარული, რომელიც მაშინ გეგუჩაძის გუნდმა მომიტანა ფეხბურთით, როგორსაც ევროპაში თამაშობენ,  მხოლოდ მონატრების განცდას მიჩენს და მაინც ესე უცნაურად მიტოვებს იმედს.

 

 

ჯფუფი ტაქსი სიმღერით ,,მე მივდივარ”

დახუჭე თვალები მაკოცე ჩუმად, მე მივდივარ.
ძველ სურვილებს შეეხე ხელებით, ნუ ტირიხარ.
შენ არ გინდა ყოფნა იქ, სადაც შენგან ითხოვენ სითბოს,
რომელიც არ გქონია.

შენ არ გინდა იჯდე და უყურო დიდხანს საკუთარ სახეს,
რომელიც უნაკლო გგონია.

შენ რჩები მარტო, ყოველთვის მარტო,
იქნები მარტო, ყოველთვის მარტო.

გააღე კარები
შენთან მოდიან სულელი ქალები.
ძვირფასი კაბებით იაფი ქცევები,
შენ წყნარდები.

შენ არ გინდა ყოფნა იქ, სადაც შენგან ითხოვენ სითბოს,
რომელიც არ გქონია.
შენ არ გინდა იჯდე და უყურო დიდხანს საკუთარ სახეს,
რომელიც უნაკლო გგონია.

შენ რჩები მარტო, ყოველთვის მარტო,
იქნები მარტო, ყოველთვის მარტო.

დახუჭე თვალები მაკოცე ჩუმად, მე მივდივარ.
ძველ სურვილებს შეეხე ხელებით, ნუ ტირიხარ.

შენ რჩები მარტო, ყოველთვის მარტო,
იქნები მარტო, ყოველთვის მარტო.

ქიშო და ინტელიგენცია – ბუნდოვნად ჩანს

პირველ სხივებს შენ ვერ არქმევ სხივებს,
პირველ ყვირილს შენ ვერ არქმევ ხმას,
პირველ სახეს შენ ვერ არქმევ სახელს,
ბუნდოვნად ჩანს,
ბუნდოვნად ჩანს.

პირველ ******* შენ ვერ არქმევ ცოდვას,
პირველ ნაბიჯს შენ ვერ არქმევ გზას,
პირველ ტკივილს შენ ვერ არქმევ ტკენას,
ბუნდოვნად ჩანს.
ბუნდოვნად ჩანს
ბუნდოვნად ჩანს.

პირველ სატრფოს შენ ვერ არქმევ სატრფოს,
პირველ მიწას შენ ვერ არქმევ მამულს,
პირველ ჭიდილს შენ ვერ არქმევ ბრძოლას,
ბუნდოვნად ჩანს,
ბუნდოვნად ჩანს.

პირველ ნატვრას შენ ვერ არქმევ ნატვრას,
პირველ სევდას შენ ვერ არქმევ სევდას,
პირველ განცდას შენ ვერ არქმევ განცდას,
ბუნდოვნად ჩანს,
ბუნდოვნად ჩანს,
ბუნდოვნად ჩანს.

პირველ სწავლას შენ ვერ არქმევ ცოდნას,
პირველ მიზნებს შენ ვერ არქმევ სიბრძნეს,
პირველ გახსნას შენ ვერ არქმევ ახსნას,
ბუნდოვნად ჩანს,
ბუნდოვნად ჩანს.

პირველ შეშლას შენ ვერ არქმევ შეშლას,
პირველ შველას შენ ვერ არქმევ შველას,
პირველ სიკვდილს შენ ვერ არქმევ სიკვდილს,
ბუნდოვნად ჩანს,
ბუნდოვნად ჩანს.

პირველ სხივებს შენ ვერ არქმევ სხივებს,
ბუნდოვნად ჩანს,
ბუნდოვნად ჩანს,
ბუნდოვნად ჩანს.

ქუთაისელი ბიჭი

malkhaz_asatiani

ის გავდა მოცეკვავეს, მხედარს, თანაბრად კარგად გამოსდიოდა ჩამშლელის და შემქმნელის ფუნქციების შესრულება. ეროვნულ გუნდში იყო საუკეთესო, ვინც მოედანზე ის გადაიტანა,რაც გულით დაჰქონდა.
მაშინ იმ საოცარ მატჩში დანიელებთან ის იყო საუკეთესო მათ შორის ვისი თამაშიც ცოცხლად მინახავს, რადგან გვთავაზობდა საოცრად ლაღ, აზრიან, შემოქმედებით და ყველა იმ ასპექტით სავსე სანახაობას, რომლითაც ხასიათდება თანამედროვე ფეხბურთი.
ჩემი სუბიექტური აზრით ასათიანის ხანმოკლე კარიერა ფსიქოლოგიური გადაღლითაც შეიძლება აიხსნას,რაზეც თავად არასდროს უსაუბრია. ამ საკითხს არც ჟურნალისტები ეხებოდნენ, რისი მიზეზიც შესაძლოა მისი პიროვნული კარჩაკეტილობაც იყოს.ის ერიდებოდა ხალხმრავლობას,საჯარო საუბრებისას სიტყვაძუნწი, თუმცა ყველას მიმართ გულღია და ხალისიანი, ყოველგვარი პომპეზურობისა და ბომონდურის გარეშე ცხოვრობდა.
და მაინც რაში იყო მალხაზ ასათიანის განსაკუთრებულობა ? ვფიქრობ მის კლასს ორი თვისება განსაზღვრავდა: აზროვნება, როდესაც ტვინი და სხეული შეთანხმებულად მოქმედებს და თვალი – ხედვა მოედნისა, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა, რადგან იცოდა როდის წასულიყო მცველზე და როდის შეესრულებინა პასი.
მათი კარიერა სწრაფად გადის. ზოგჯერ დროის აღქმას ფეხბურთელები ვერ ახერხებენ, ძნელია მათთვის რეალობის გაანალიზება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. რაც უფრო მეტად ექცევი ყურადღების ცენტრში შესაბამისად შენზე ზეწოლაც იზრდება. შენგან ითხოვენ მაქსიმუმს ისინი, ვისაც გულშემატკივრები ჰქვიათ და რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ფსიქოლოგიურად გღლიან. არავინ ფიქრობს ფეხბურთელთა განცდებზე, როდესაც ტელეეკრანებთან მჯდომნი მხოლოდ გამარჯვებით კმაყოფილდებიან.
საკლუბო ფეხბურთის მთავარ უპირატესობად თამაშების ხშირი გრაფიკი მიიჩნევა, რადგან ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ფეხბურთელთა სათამაშო ფორმის ასამაღლებლად საამისო დრო არ აქვთ, აქედან გამომდინარე ნაკრებების მწვრთნელთა შესაძლებლობაში ტაქტიკურ-ფსიქოლოგიური მომზადების უნარი უნდა ვეძიოთ.ეს მომენტი კიდევ უფრო რთულად ისახება ასათიანის შემთხვევაში, რადგან იგი კლუბსა და ნაკრებში სხვადასხვა პოზიციაზე ასპარეზობდა.ასკას, რომელსაც კლუბში სხვა პოზიციაზე და შესაბამისად სხვა მოთხოვნების მიხედვით უხდებოდა თამაში , ნაკრებში გამოძახებისას უცვლიდნენ პოზიციას და მისგან წარმატებულ თამაშს ითხოვდნენ, ერთგვარ ჩიხში აქცევდნენ.ამის გააზრება მარტივია გულშემატკივრისთვის, კონტრასტულად ძნელი – ფეხბურთელისთვის.ფეხბურთელთა უმეტესობა ამ დროს გამოდის და ინტერვიუში დიპლომატიურად ამბობს, რომ მოვალეა ითამაშოს იქ, სადაც მწვრთნელი დაავალებს, მაგრამ რა ხდება მასში? იგი ხომ მხოლოდ მწვრთნელის დავალებას არ ასრულებს? გულშემატკივართა უმრავლესობას ანალიზი შედეგიდან გამომდინარე გამოაქვს, ამიტომ შენ მთელი მონდომებით გადიხარ მოედანზე, შენ გაწვება ძალა და ნაკრებში გატარებული დღეები ზედმეტი ფსიქოლოგიური ტვირთია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფეხბურთელთა სატრანსფერო უფლებები და არჩევანის თავისუფლება მაღალჩინოსანთა ხელში გადავიდა.არაპროფესიონალურმა მიდგომამ მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა შეიწირა, წინა პლანზე სწორედ იმ ფაქტორებმა წამოიწიეს, რომელთაც ურთიერთნდობასა და სწორ საფეხბურთო არჩევანთან საერთო არაფერი ჰქონდათ. დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, თითქოსდა ასათიანის კარიერული წინსვლა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა შეაჩერეს, ფაქტი კი ფაქტად რჩება – ასკას არ მიეცა შეტევითი პოტენციალის გამოვლენის საშუალება, შეუცვალეს პოზიცია და ქართულ ფეხბურთს იმაზე დიდი ტკივილი მიაყენეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
და მაინც დღევანდელი გადმოსახედიდან რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის იყო ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი მათ შორის ვისაც კი ეროვნული ნაკრების მაისური მოურგია.

Quote

მამებს

დღეს პოეზია ჩუმად მოვა და მტრედს მოგვიყვანს,
მელანქოლია დაიწყება მხოლოდ ბრძოლისას,
ვნახე ხარები შორს მთებში და ვარ ნაწამები,
როცა ვუყურებ სიბნელეა გასახარები.
არეულია ყველაფერი -ერთ ქვაბში ვზივართ,
ჩართე დემონო ეხლა გაზი – მოხარშვა გვინდა,
და ეს მოხარშვა დაიწყება ჩუმად ზევიდან,
როცა ღმერთები განრისხებით სიტყვას გვეტყვიან.
მე ვნახე ქუჩა ამღვრეული ქალაქის ძილით,
მე ვნახე ქუჩა მოწყენილი ბავშვების რიგით
და არაფერი აქ არავის არ უხარია,
მხოლოდ და მხოლოდ ფული ჰქონდეთ – ეს უსწავლიათ.
მეც ავფეთქდები და დავანთებ ქალაქში კოცონს,
ვნახე სიზმარში დაცემული სამშობლოს ბოლო.
დღეს მტკვრის ნაპირთან ჩვენ ვაპირებთ ლუდის დალევას,
დალევის შემდეგ მოგვინდება სექსის დაწყება,
დუდუკს ჩაჰბერავს მუსიკოსი მოზრდილი ღიპით
და მოგვინდება გარინდება ჩვენ დათვის ძილით.
მორიგი დღე და მორიგი დილა იწყება დროით,
დროით რომელიც ათვლილია ბოღმის წამზომით,
აქ უსახსოვრეს ყველა ოჯახს შურის მდინარე.
ზევსი ვინ არის? ჩვენ მოვკალით რწმენა დილამდე.
თვითგამორკვევა ვერ დავიწყეთ, რადგან გვეძინა,
იქნებ ამიტომ დაირეკა ზარი ზეციდან.
მიშველე ღმერთო რაიკომის მდივანი მე ვარ,
სოროსი – ჩემი პროტოტიპი, მე მისი ძე ვარ.
ავყროლებულვარ და მესმოდა ქუჩიდან გლოვა,
წვიმდა ჯიუტად ჩვენს ქალაქში, გვინოდა თოვა.
იწყებდა სიტყვას პრეზიდენტი სიმართლის ნიღბით
და ყველა ქართველს დაეფარა გონება ზიზღით.
ტელევიზორში დავეძებდით სიმშვიდის ხაზებს
და ეკრანიდან ჩავწუწნიდით ტყუილებს რამდენს.

დღეს პოეზია ჩუმად მოვა და მტრედს მოგვიყვანს,
მელანქოლია დაიწყება მხოლოდ ბრძოლისას,
ვნახე ხარები შორს მთებში და ვარ ნაწამები,
როცა ვუყურებ სიბნელეა გასახარები.

კაცი, რომელსაც უნდა ენდო !

8b2a4e8a-2a7f-4c76-9890-5cf485c8aedf

დამოუკიდებელი პიროვნებები ყოველთვის განსხვავდებიან მასაში შეზრდილი ადამიანებისგან,რომელთაც არ აღმოაჩნდათ უნარი და შესაძლებლობა მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინათ და რაიმე განსაკუთრებული მიზნისთვის მიეღწიათ.მწვრთნელის მოვალეობა ძალიან გავს რეჟისორისას. მართალია როგორც სპეკტაკლისას, ასევე მინდორზე თამაშისას მოქმედი პირები მსახიობები და ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი განვითარება, ფსიქოლოგიური და პროფესიული მზადყოფნა შემსრულებლისა, ერთი შეხედვით ჩრდილში მოქცეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მოკლედ საფუძველთა-საფუძველი მაინც ერთი ადამიანის ტვინია, რეალურად იქ ისახება მიზნისკენ სავალი გზები.

მე არასდროსდამავიწყდება  სავსე ტრიბუნები, მსაჯის საფინალო სასტვენი და ჩემიძმის გაოცებული თვალები, როცა გულშემატკივრებმახელები მაღლა ასწიეს და მათ ხელებში დაჭერილი ცეცხლმოკიდებულიგაზეთები სტადიონს ანათებდა.დღესავით მახსოვს გიო ნემსაძის გოლი და და ზღვა სიხარული, მიხეილ კაკალაძის უზადო პასი, ჩემს გვერდით მჯდომი უცნობი ღიპიანი კაცი გახარებული თვალებით და მეორე დღეს ნაყიდ ჟურნალში დაწერილი სტატია სათაურით: ,,ქართულმა ფეხბურთმა ევროპა დაიბრუნა’’.

გამარჯვების მთავარი შემოქმედი დღეს სულ სხვა კლუბში, სულ სხვა ფეხბურთელებით, მეტი გამოცდილებითა და მეტი ცოდნით ახალი მწვერვალების დაპყრობას ცდილობს.დღევანდელი ,,ტორპედო” შარშანდელზე გაცილებით ძლიერია  და ჩემიაზრით გააზრებული და კომბინაციური ფეხბურთის თვალსაზრისით უდაოდ ლიდერია ჩვენს ჩემპიონატში.ფაქტია ყველა ფეხბურთელმა კარგად იცის რა ფუნქციების შესრულება ევალებათ, არ არის ქაოტური და უშინაარსო ფეხბურთი, რომელიც სიამოვნებას არც გულშემატკივარს ანიჭებს და ხშირ შემთხვევაში  არც შედეგიმოაქვს.

გია გეგუჩაძე იმ საფეხბურთო ფილოსოფიის  ერთგულია, რომელსაც ყიფიანი ასრულებდა მოედანზე. ყიფიანი ის პიროვნებაა,რომელმაც დიდი როლი ითამაშა გეგუჩაძის მწვრთნელად ჩამოყალიბებაში,უამრავი საფეხბურთო ნიუანსის გააზრებაში დაეხმარა და გადასცა ის საფეხბურთო მემკვირდეობა, რომელიც ქართველი კაცის ბუნებას შეესაბამება. ვგულისხმობ სანახაობრივ ფეხბურთს, ერთდროულად გულშემატკივრის სიამოვნებასა და შედეგზე გათვლილი ფეხბურთი, რომელსაც სჭირდება დრო, მოთმინება და შრომა.

გია წლების მანძილზე გახლდათ დავით ყიფიანის თანაშემწე, მუშაობდა მურთაზ ხურცილავასა და იოჰან ბოსკამპთან ერთად და შემდგომში დამოუკიდებელ ქართულ საკლუბო ფეხბურთს ყველაზე დიდი გამარჯვება მოაპოვებინა.ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის რწმენა გახლდათ, ის ფსიქოლოგიური მზადყოფნა, რომელიც ყოველთვის ახასიათებდათ მის გაწვრთნილ კლუბებეს.დღევანდელი ,,ტორპედოც” ამის ნათელი დასტურია. აშკარა პროგრეს განიცდის კლუბი და უკანასკნელ ქართულ ,,ელ კლასიკოში” აშკარად უფრო ლამაზი და გააზრებული ფეხბურთი ითამაშა.

მახსენდება ჯაბა დვალის ნათქვამი, როცა გეგუჩაძის ფენომენზე ვსაუბრობდით. ,,ზესტაფონში” გადასვლისას გაოცებული დარჩენილა, როცა გიამ ბიჭებს მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა დაუსახა. იმპერიოდში ამ თემაზე ფეხბურთელებს თურმე  ეცინებოდათ, ხოლო შემდეგ მათაც დაიჯერეს, რომ რეალურადშესაძლებელიიყო ამ მიზნის შესრულება. მართლაც, ,,ზესტაფონს”  მცირედი დააკლდა მიზნის მისაღწევად.

ყურადსაღებია მოსამზადებელი შეკრების ის მეთოდი,რომლითაც ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური განვითარება  ხდება.ძლიერ სპარინგ-პარტნიორებთან თამაშის შემდეგ ფეხბურთელები ირწმუნებენ თავიანთ ძალებს, მათვის აღარ არსებობს გადაულახავი ბარიერი. რა თქმაუნდა ეს გრძელვადიანი და რთული პროცესია, თუმცა იდეაში სწორედ ეს დევს. ფეხბურთელთათვისაღარ უნდა არსებობდესს ძლიერი და სუსტი მეტოქე, მათთვის მთავარი ხდება შესაძლებლობებისმაქსიმალურადგამომჟღავნებადა გამარჯვებაზე ფიქრი. სწორედ ეს არის თანამედროვე ფეხბურთი და ესეთი ტიპის შეკრებები ამას ემსახურება.

,,მარბელას” ტურნირზე ერთ-ერთი მატჩი, რომელიც ,,ტორპედომ” კიევის ,,დინამოსთან” გამართა სრულ რეალობას ასახავს, სინამდვილეს, თუ როგორ გვისწრებენ, თუნდაც უკრაინელები. როგორც ჩანს, რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ქართველი ფეხბურთელების ნიჭიერებაზე, ფინანსები უმნიშვნელოვანესიფაქტორია თანამედროვე ფეხბურთში, რადგან ის ქმნის პირობას ითამაშო მაღალ დონეზე. ქართველი ფეხბურთელების ნიჭიერება კი ერთგვარ მითად  იქცა ამ უფულო,უფეხბურთო,უბურთო და უმოედნო ქვეყანაში, რადგან ამოსვლა განუვითარებლობიდანდა განვითარებისკენსვლა ნელი და ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ერთადერთი მწვრთნელი ვინც მთლიანად ქართველ ფეხბურთელებზე ამყარებს მომავალს და ეს არ არის შაბლონური , ტრაფარეტული მომავალი, ეს არის სვლა, სვლა ევროპისკენ, რადგან სხვაგვარად ვერ განვითარდები თუ არ ეთამაშე ევროპელს.

დღეს ისინი ქმნიან ამინდს მსოფლიო ფეხბურთში და თუნდაც ამხანაგური თამაშები ისეთ გუნდებთან, რომლებიც სისტემატურად გამოდიან ევროპის ლიგაზე არის ძალიან კარგი, მაგრამ ვფიქრობ მაინც არასაკმარისი, რადგანც ფეხს ვერ ავუწყობთ ერთი გუნდით და ერთი მწვრთნელით. ამას კომპლექსური მიდგომა, სისტემის ჩამოყალიბება ჭირდება, რაზეც მგონი მართლა არავინ ფიქრობს, განსაკუთრებით ფედერაციაში და სანამ ამაზე არავინ ფიქრობს მე ველოდები გეგუჩაძის ,,ტორპედოს”, რომელიც აუცილებლად დადებს შედეგს, მთავარია დააცადონ. მწვრთნელს.ყველაზე მდიდარი ქართული კლუბი თბილისის ,,დინამო”  შეკრებებს თურქეთში გადის და სუსტგუნდებთანსპარინგობს.ჩემი სუბიექტური აზრით მსგავსი ტიპის შეკრებები კლუბებისთვის ევროწარმატების წინაპირობა ვერ იქნება , მით უმეტეს თუ მათთანაც მარცხდები. რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, მით უფრო კარგად ჩანს შენი ნაკლოვანება და მით უფრო მეტ პრობლემას ხედავ. ამ დროს კი ახლოს ხარ რეალობასთან, იცი სად ხარ და გეძლევა საშუალება გააკეთო ანალიზი, გამოიტანო  დასკვნები თუ როგორგანვითარდე.

ამ ეტაპზე უსაფუძვლოა ვივარაუდოთ რომელიმე ქართული კლუბის ევროასპარეზზე წარმატება.

 

ჯგუფი ,,წერილი”

ჯგუფი ,,წერილის” სიმღერის ტექსტი.ასრულებს გია თოიძე. სიმღერის სახელია:,,როცა მე ვცურავ”

როცა არავინ ჩანს
ზაფხულის სიცხე გჭამს
და რაღაც უცნაური აზრები
გიტრიალებენ თავს.
თითქოს დაბმული წევხარ ოთახში
ციხეა აბა რა.
გინდა გაიქცე სადმე,
სად წაგიყვანო სად?
შენ გიყვარს თბილი ნაპირი
და თბილი ზღვა.
შენ გიყვარს ჯდომა ნაპირთან
როცა მე ვცურავ.
ამის მაგივრად ხედავ ოთახში
სილუეტების კვალს.
ისინი ალბათ დიდხანს იბრძოდნენ
და გიჟდებოდნენ აქ.
მაგრამ გჯეროდეს რომ მე გავამტვრევ
ამ დაჭედებულ კარს.
არც ერთ გასაღებს აღარ ვეძებ.
მე სიტყვას მაქვს, საქმეც და გზაც.

შენ გიყვარს თბილი ნაპირი
და თბილი ზღვა.
შენ გიყვარს ჯდომა ნაპირთან
როცა მე ვცურავ.
როცა მე ვცურავ.
როცა მე ვცურავ.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 65 other followers